"სხვა არჩევანი არ მქონდა და ავირჩიე ის, რაც ხელმისაწვდომი იყო..." - ნინო ქათამაძე ომზე და წარსულში რუსეთში გამართულ კონცერტებზე - კვირის პალიტრა

"სხვა არჩევანი არ მქონდა და ავირჩიე ის, რაც ხელმისაწვდომი იყო..." - ნინო ქათამაძე ომზე და წარსულში რუსეთში გამართულ კონცერტებზე

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია მომ­ღე­რალ ნინო ქა­თა­მა­ძის ვრცე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან ერთ-ერთ მო­ნაკ­ვეთს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც ქა­თა­მა­ძის კა­რი­ე­რის იმ ეტაპს ეხე­ბა, როცა ის რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. მას მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი კონ­ცერ­ტი გა­უ­მარ­თავს რუ­სეთ­ში.

რო­გორც მომ­ღე­რალ­მა თქვა, 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში სა­ქარ­თვე­ლო არ იყო ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რო­გო­რიც ახ­ლაა, ამი­ტომ რუ­სეთ­შიც უხ­დე­ბო­და კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვა. ნინო ქა­თა­მა­ძე ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­ში მისი აქ­ტი­უ­რო­ბა სა­სურ­ველ­ზე მე­ტად იძუ­ლე­ბი­თი იყო.

ქა­თა­მა­ძემ თქვა, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­დან ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა­ზეც ფიქ­რობ­და. მან სცა­და ამე­რი­კი­სა და ბრი­ტა­ნე­თის ვი­ზის აღე­ბა, მაგ­რამ უარი მი­ი­ღო.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო იწყებ­და და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვეყ­ნად ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი კარი არ იყო ღია. ამი­ტომ ვცა­დე შევ­სუ­ლი­ყა­ვი ამე­რი­კი­სა და ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ელ­ჩო­ებ­ში, რა თქმა უნდა, არა­ვინ შე­მიშ­ვა. ეს მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა და ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა“, - ამ­ბობს ქა­თა­მა­ძე.

ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დეგ, მან ბევ­რი რამ გა­აც­ნო­ბი­ე­რა. მისი თქმით, მო­მა­ვალ­ში არ აპი­რებს რუ­სეთ­ში გას­ტრო­ლებ­ზე წას­ვლას. გააგრძელეთ კითხვა