"ჩვენი დილა ტირილით იწყება, უვადო უნდა მიესაჯოს" - სასტიკად მოკლული ქალის ოჯახი დუმილს არღვევს: რას ამბობს ბრალდებული ჩვენებაში - კვირის პალიტრა

"ჩვენი დილა ტირილით იწყება, უვადო უნდა მიესაჯოს" - სასტიკად მოკლული ქალის ოჯახი დუმილს არღვევს: რას ამბობს ბრალდებული ჩვენებაში

28 თე­ბერ­ვალს, ლი­ლო­ში სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და - გო­გო­ნას ცხე­და­რი სახ­ლთან ახ­ლოს ნა­ხეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მოკ­ლუ­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც ამას­თა­ნა­ვე, მოკ­ლუ­ლის ნათ­ლი­ის შვი­ლია.

ცინ­დე­ლი­ა­ნი უწყე­ბა­ში თა­ვად გა­მო­ცხად­და, თუმ­ცა, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ნამ­დე მას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და. ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვილს სხე­ულ­ზე 59 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ყვე­ლა მათ­გა­ნი სი­ცო­ცხლის დრო­ინ­დე­ლი იყო.

ირ­კვე­ვა, რომ მოკ­ლულ­სა და ბრალ­დე­ბულს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში და­ი­წყო. ცინ­დე­ლი­ა­ნი პე­რი­ო­დუ­ლად ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობ­და, ქეთი კი იქ სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­რა. მკვლე­ლო­ბა კი მათი თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მოხ­და.

რა მოხ­და მკვლე­ლო­ბის ღა­მეს? ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი ქე­თის სოცქსე­ლით უკავ­შირ­დე­ბა და ხვდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 2 სა­ათ­ზე. აქ იწყე­ბა სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა. ცინ­დე­ლი­ა­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ნას ხსნის და გო­გო­ნას ურტყამს. სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რილს ტო­ვებს და გარ­ბის. გამ­თე­ნი­ი­სას და­სა­ხიჩ­რე­ბულ ცხე­დარს ხის სა­ამ­ქროს თა­ნამ­შრო­მე­ლი პო­უ­ლობს. მა­ლე­ვე ად­გილ­ზე პო­ლი­ცია მი­ვი­და, ცხე­და­რი გო­გო­ნას მა­მამ ამო­იც­ნო. ცინ­დე­ლი­ა­ნი მომ­ხდა­რის შემ­დეგ ბე­ბი­ის სახ­ლში სახ­ლში მი­ვი­და, ტან­საც­მე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა და დუ­შეთ­ში წა­ვი­და. გზა­ში წა­შა­ლა მოკ­ლულ­თან მი­წე­რი­ლი ყვე­ლა მე­სი­ჯი.

მომ­ხდა­რი­დან სამი თვის შემ­დეგ კუ­რი­ე­რი • P.S-თან ქე­თის ბე­ბია დუ­მილს არ­ღვევს. მისი თქმით, მისი შვი­ლიშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით არის მოკ­ლუ­ლი.

"ქე­თის ხე­ლე­ბი სულ გა­დაჭ­რი­ლი ჰქონ­და. დაგვღუ­პა (ოთარ ცინ­დე­ლი­ან­მა) ორ-ორი ოჯა­ხი. გააგრძელეთ კითხვა