"ჩემი ერთადერთი ამბიცია არის ის, რომ..." - რას ამბობს ემანუელ მაკრონი პარლამენტის დათხოვნის შემდეგ - კვირის პალიტრა

"ჩემი ერთადერთი ამბიცია არის ის, რომ..." - რას ამბობს ემანუელ მაკრონი პარლამენტის დათხოვნის შემდეგ

მჯერა ფრანგი ხალხის შესაძლებლობების, რომ თავიანთი და მომავალი თაობებისთვის ყველაზე სამართლიან არჩევანს გააკეთებენ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

"ჩემი ერთადერთი ამბიცია არის გამოვადგე ჩვენ ქვეყანას, რომელიც ძალიან მიყვარს", - აცხადებს მაკრონი.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. მაკრონმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა.

"ინტერპრესნიუსი"