"აქ­ცი­ებ­ზე და­დი­ო­და და­კარ­გვამ­დე, წინა კვი­რას... პოლიციას დამალვის ვერსია აქვს" - რას წერს გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის და? - კვირის პალიტრა

"აქ­ცი­ებ­ზე და­დი­ო­და და­კარ­გვამ­დე, წინა კვი­რას... პოლიციას დამალვის ვერსია აქვს" - რას წერს გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის და?

ოჯა­ხი ახალ­გაზ­რდა ბიჭს, თორ­ნი­კე და­ლა­ქიშ­ვილს ეძებს. თ ოჯა­ხის წევ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი ერთ თვე­ზე მე­ტია რაც გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლია. დე­ტა­ლე­ბის სე­სა­ხებ მისი და, თეკ­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"თორ­ნი­კეს ამ­ბავ­ზე:

დღეს გავ­რცელ­და ისევ ვირუ­სუ­ლად ეს ამ­ბა­ვი და მი­ლი­ო­ნი კო­მენ­ტა­რი წა­ვი­კი­თხე კი­თხვე­ბით. შე­ვეც­დე­ბი ახლა გავ­ცე პა­სუ­ხი.

25 აპ­რილს ნი­ნოწ­მინ­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ფა­რავ­ნის ტბას­თან ტყე­ში შე­ვი­და და მას მერე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა თორ­ნი­კე. იქ რა უნ­დო­და? წალ­კა­ში მუ­შა­ობ­და, ობი­ექ­ტი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი. ნა­პოვ­ნია ტყე­ში მისი ნივ­თე­ბი, გა­და­უა­რეს ტყეს ძაღ­ლებ­მა, მაშ­ვე­ლებ­მა და იქ არ არის. ასე­ვე შე­მოწ­მდა გარ­შე­მო წყალ­სა­ცა­ვე­ბი მყვინ­თა­ვე­ბის მიერ. ძაღ­ლმა კვა­ლი აიღო და ჩა­ვი­და მიმ­დე­ბა­რე სო­ფელ­ში ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბა­ზე. გა­ჩე­რე­ბა­ზე არ არის კა­მე­რე­ბი. იქი­დან შე­იძ­ლე­ბა წა­სუ­ლი­ყო ქვეყ­ნის ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში, ამი­ტომ არ ვი­ცით, კონ­კრე­ტუ­ლად სად ვე­ძე­ბოთ. რა­ტომ არ ვწერთ მეტ დე­ტა­ლებს? არც ჩვენ არ ვი­ცით და რა დავ­წე­როთ?! თქვენ თუ ხართ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი გა­ურ­კვევ­ლო­ბა წარ­მო­იდ­გი­ნეთ.

ამ­დე­ნი ხანი პოს­ტი რა­ტომ არ იდე­ბო­და? 9 მა­ისს და­ი­დო პირ­ვე­ლად პოს­ტი, მა­ნამ­დე გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა არ გვირ­ჩი­ეს, დიდი ალ­ბა­თო­ბით თვი­თონ იმა­ლე­ბა და უა­რე­სად არ გა­ა­ღი­ზი­ა­ნო­თო. რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბის­გან ვე­რა­ფე­რი ხელ­სა­ჩა­ჭი­დი ვერ ვნა­ხეთ, შემ­დეგ დავ­დეთ და გა­ზი­არ­და ყველ­გან, ვპოს­ტეთ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და შე­დე­გი 0. ვი­ა­რეთ წალ­კის გა­რე­მოც­ვა­ში, დავ­ტო­ვეთ ფო­ტო­ე­ბი სას­ტუმ­რო­ებ­ში, ჰოს­ტე­ლებ­ში. ვწე­რეთ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­ლე­ვი­ზი­ებს რომ ეს ამ­ბა­ვი გა­ე­შუ­ქე­ბი­ნათ. არა­ვინ არა­ფე­რი არ იცის, არა­ვინ არ შე­მოგ­ვხმი­ა­ნე­ბია ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით.

ვი­საც გა­მოგრჩათ და გიკ­ვირთ ალ­ბათ ქვე­ყა­ნა­ში სა­გი­ჟე­თის გამო არ გა­მოჩ­ნდა ეს ამ­ბა­ვი თქვენს ნიუს ფიდ­ზე. ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ვინ­მეს არ მის­წვდა ეს ამ­ბა­ვი გარ­შე­მო რად­გან ვინც კი გვხვდე­ბა ყვე­ლამ იცის, ყვე­ლა გვწერს და კი­თხუ­ლობს

.ვე­რი­დე­ბით ზო­გი­ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­შუ­ქე­ბა­საც, მყავს 83 წლის ბებო გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბით, რო­მელmაც ეს ამ­ბა­ვი არ იცის და თუ გა­ი­გო ად­გილ­ზე­ვე მოკ­ლავს.

და­მალ­ვის ვერ­სია აქვს პო­ლი­ცი­ას, რად­გან აღ­მოჩ­ნდა, რომ სახ­ლი­დან აქვს გა­ტა­ნი­ლი ლეპ­ტო­პი, კინდლი, ასე­ვე ვერ ვი­პო­ვეთ რამ­დე­ნი­მე მა­ი­სუ­რი.

ახლა ამ პოს­ტის და­წე­რაც ძა­ლი­ან მი­ჭირს, ურ­თუ­ლეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ მთე­ლი ოჯა­ხი. დე­და­ჩე­მი ზის და ყვე­ლა კო­მენ­ტარს კი­თხუ­ლობს, ამი­ტომ ძა­ლი­ან გთხოვთ, ისე­დაც გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ ქალს ნუ გა­ა­გი­ჟებთ და თავი შე­ი­კა­ვეთ ოჯა­ხის მი­მართ კი­თხვის ნიშ­ნე­ბით მი­მარ­თუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის­გან.

აქ­ცი­ებ­ზე და­დი­ო­და და­კარ­გვამ­დე წინა კვი­რას, და­კარ­გვის კვი­რა­ში ვერ, მუ­შა­ობ­და ამი­ტომ დარ­წმუ­ნე­ბით ვი­ცით, რომ არაა აქ­ცი­ი­დან აყ­ვა­ნი­ლი.

არ თა­მა­შობ­და, არ ჰქო­ნია ვალი, არ ჰყო­ლია მტე­რი, არ ჰქო­ნია არა­ვის­თან არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი. ბო­ლოს ვე­ლა­პა­რა­კე კვი­რას, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე და იყო ძა­ლი­ან დეპ­რე­სი­ულ გან­წყო­ბა­ზე. იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი იყო ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბით და იყო ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი. სა­ზღვა­რი არ გა­და­უკ­ვე­თავს ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ეგ ვი­ცით. არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ­ზე რა გი­თხრათ. სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო დო­კუ­მენ­ტე­ბი და­ტო­ვე­ბუ­ლია სახ­ლში.

წე­სით ამ პოსტმა უნდა გას­ცეს ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი რაც შემ­ხვდა, თან ვურ­თავ ისევ თორ­ნი­კეს სუ­რა­თებს, გთხოვთ გა­და­ა­ზი­ა­როთ.თუ რა­ი­მე კი­თხვა გექ­ნე­ბათ ან იდეა, ან სად­მე და­ი­ნა­ხეთ, ან რამე გა­ინ­ტე­რე­სებთ გთხოვთ შე­მეხ­მი­ა­ნოთ მე, არ აქვს დე­დას იმის თავი რომ ყვე­ლას პა­სუ­ხი გას­ცეს.

გარ­შე­მო ხალ­ხი გვე­უბ­ნე­ბა და­მა­ლუ­ლია და ყვე­ლა­ფერს ხე­დავს და ყვე­ლა­ფერს კი­თხუ­ლობ­სო. თოკა, თუ მა­სეა და ამას კი­თხუ­ლობ მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი. მე შენს გვერ­დით ვარ.

Edit: ტე­ლე­ფონ­ზე - არ ვი­ცით თან აქვს თუ არა ტე­ლე­ფო­ნი, ჯე­ო­სე­ლის­გან ამო­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­ლე­ფო­ნის­გან ბო­ლოს მი­ი­ღეს სიგ­ნა­ლი 24 აპ­რილს, და­კარ­გვის წინა დღეს.

Edit2: არის ვერ­სია, რომ და­მა­ლუ­ლია მო­ნას­ტერ­ში, აქ­ტი­უ­რად დავ­დი­ვართ და ვრე­კავთ სხვა­დას­ხვა მო­ნას­ტრებ­ში მისი ამ­ბის მო­სა­კი­თხად. გთხოვთ, თუ მო­ნას­ტერ­ში მო­გი­წი­ათ გავ­ლა ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ა­მახ­ვი­ლეთ ყუ­რა­დღე­ბა, იქ­ნებ სად­მე და­ი­ნა­ხოთ", - წერს თეკ­ლა დალ­აქიშ­ვი­ლი.

წყარო