რიკოთის რისკები: "მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა..." - რა წერია გეოლოგების 2024 წლის ოფიციალურ პროგნოზში?! - კვირის პალიტრა

რიკოთის რისკები: "მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა..." - რა წერია გეოლოგების 2024 წლის ოფიციალურ პროგნოზში?!

რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთი პორტალის მიდამოებში არსებული კლდე-ზვავის ტიპის მეწყრების გააქტიურება და გამოფიტული მასის ჩამოცვენა მდინარე ჩუმათელეთის ორივე ფერდობზე ისევ აქტიური იქნება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენში - „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ არის საუბარი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2023 წელსაც რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე პერიოდულად ფიქსირდებოდა მეწყრულ-გრავიტაციული პროცესების რეაქტივაცია, შედეგად, საავტომობილო გზაზე ფერხდებოდა მოძრაობა და საჭირო ხდებოდა ჩამონაშალი მასალისაგან გზის სავალი ნაწილის გაწმენდა.

„საავტომობილო გზის ორივე უბნის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს მონიტორინგული კვლევების გაგრძელება და გაცემული რეკომენდაციების შესრულება“,- აღნიშნულია ბიულეტენში.

რაც შეეხება პროგნოზებს, 2024 წლისათვის, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში, წინა წლების მსგავსად, ახლაც მოსალოდნელია მეწყრული- გრავიტაციული პროცესების აქტივიზაცია, რასაც ძირითადად ზამთარსა და გაზაფხულზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობა განაპირობებს.

ამასთან, პირველ რიგში, რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთი პორტალის მიდამოებში არსებული კლდე-ზვავის ტიპის მეწყრების გააქტიურება და გამოფიტული მასის ჩამოცვენა მდინარე ჩუმათელეთის ორივე ფერდობზე ისევ აქტიური იქნება.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, განსაკუთრებული რისკ-ფაქტორები იარსებებს უსახელო ღვარცოფულ ხევში, რომელმაც 2011 წელს ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია. „პრობლემა კვლავ რჩება, რადგანაც ხევში წაქცეულ ხეებთან ერთად უამრავი გამოფიტული მასალაა ჩალექილი და ამ მასის ამოძრავების შემთხვევაში შესაძლებელია, ახალი ექსტრემალური სიტუაციის მიღება“,- ნათქვამია დოკუმენტში.

ბიულეტენში რიკოთის გვირაბის კონკრეტულ უბნებზეა საუბარი, სადაც სტიქიური მოვლენების განვითარების ალბათობა დიდია. კერძოდ:

რისკის გვირაბის გვირაბის აღმოსავლეთი პორტალი (მდ. ჩუმათელეთის მარცხენა ბორტი) - მეწყერი, საშიშროების რისკი საშუალო;

რიკოთის უღელტეხილის მიდამოები (მდ. ჩუმათელეთის მარჯვენა უსახელო შენაკადი) - ღვარცოფი, საშიშროების რისკი მაღალი (დაკავშირებულია უხვი ნალექების მოსვლასთან);

განაგრძე კითხვა