"ამა­ყი ბე­ბია", 7 შვილის დედა, მდიდრული ბავშვობა ვაჭრების ოჯახში და წარმატებული პოლიტიკური კარიერა - ვინ არის ურსულა ფონ დერ ლაიენი? - კვირის პალიტრა

"ამა­ყი ბე­ბია", 7 შვილის დედა, მდიდრული ბავშვობა ვაჭრების ოჯახში და წარმატებული პოლიტიკური კარიერა - ვინ არის ურსულა ფონ დერ ლაიენი?

ხალ­ხი ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენს რო­გორც ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენტს, ისე იც­ნობს, თუმ­ცა ნაკ­ლე­ბად იცი­ან, რო­გო­რია მისი ცხოვ­რე­ბა პო­ლი­ტი­კის მიღ­მა.

ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი 1958 წელს ბრი­უ­სელ­ში და­ი­ბა­და ვაჭ­რე­ბის ოჯახ­ში. ის მრა­ვა­ლე­ნო­ვან ელი­ტა­რულ ევ­რო­პულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, რო­მე­ლიც დიპ­ლო­მა­ტე­ბის და ევ­რო­კავ­ში­რის ბი­უ­როკ­რა­ტე­ბის შვი­ლე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

ურ­სუ­ლა 13 წლის ასაკ­ში მშობ­ლებ­სა და 5 ძმას­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვი­და. ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის ჰა­ნო­ვე­რის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ფერ­მა­ში ბევ­რად უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი იყო ცხოვ­რე­ბა. აქ ურ­სუ­ლა ცხე­ნოს­ნო­ბას მიჰ­ყვე­ბო­და და ძმებ­თან ერ­თად ზოგ­ჯერ სპექ­ტაკ­ლებ­სა და კონ­ცერ­ტებ­შიც იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლამ­დე, ურ­სუ­ლა ლონ­დო­ნის ეკო­ნო­მი­კის სკო­ლა­ში ჯერ ეკო­ნო­მი­კას, შემ­დეგ კი მე­დი­ცი­ნას სწავ­ლობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან გერ­მა­ნი­ის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლა­ში ჰა­ი­კო ფონ დერ ლა­ი­ე­ნი გა­იც­ნო და წყვი­ლი 1986 წელს და­ქორ­წინ­და კი­დეც.

ურ­სუ­ლა თა­ვი­სუფ­ლად ფლობს ინ­გლი­სურ და ფრან­გულ ენებს.ახლა 62 წლის ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი 7 შვი­ლის დე­დაა, რაც ძა­ლი­ან უჩ­ვე­უ­ლოა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც შო­ბა­დო­ბის მი­ხედ­ვით, ქალ­ზე, სა­შუ­ა­ლოდ, 1.59% ბავ­შვია.

ურ­სუ­ლა 2013 წელს გერ­მა­ნი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გახ­და. 2019 წლის 16 ივ­ლისს კი ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტად და­ი­ნიშ­ნა და გახ­და პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი ევ­რო­კო­მი­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში.

ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი 3 წლის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ველ შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. "#ამა­ყი ბე­ბია" - წერ­და ის ფო­ტოს აღ­წე­რა­ში. იმ პე­რი­ო­დის­თვის მას უკვე წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ჰქონ­და ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტად ნა­მუ­შე­ვა­რი და მას იც­ნობ­დნენ, რო­გორც კარგ პო­ლი­ტი­კოს­სა და კრი­ზი­სის მე­ნე­ჯერს.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ შვი­ლიშ­ვილ­თან არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ფორ­მა­ში გა­მო­ჩე­ნა შემ­თხვე­ვი­თი არ ყო­ფი­ლა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები