"შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა" - რას წერს ზუკა ბერძენიშვილი, რომელსაც თავს დაესხნენ - კვირის პალიტრა

"შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა" - რას წერს ზუკა ბერძენიშვილი, რომელსაც თავს დაესხნენ

შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა, - ამის შესახებ აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რითაც მასზე თავდასხმას გამოეხმაურა.

„შენ თუ თავში არ გესროლოო მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ჰყოფნიდა რასაც შვრებოდა და ზევიდან ფანტაზიორობდა“, - წერს ზუკა ბერძენიშვილი.

შვილის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, რომლის თქმითაც მალე ყველა „მწარედ დაისჯება“. მისივე განცხადებით, პასუხი პაპუაშვილსაც მოეთხოვება, „სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები“.

„ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი, ბიძინა ივანიშვილი დაისჯება, სულ მალე“,- წერს დავით ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი სცემეს, რის შესახებაც ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილი სოციალ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

„ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ „აღშფოთებული მოქალაქეები“ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ, უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ“, - წერს ნიკოლეიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"