"ჩვენი სისხლის დაღვრის გარეშე როგორ იქნებოდა?!" - ზუკა ბერძენიშვილს ქუჩაში სასტიკად გაუსწორდნენ: რას წერენ მისი მამა და ბიძა? - კვირის პალიტრა

"ჩვენი სისხლის დაღვრის გარეშე როგორ იქნებოდა?!" - ზუკა ბერძენიშვილს ქუჩაში სასტიკად გაუსწორდნენ: რას წერენ მისი მამა და ბიძა?

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვისტ ზუკა ბერ­ძე­ნიშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. მომ­ხდარს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ზუ­კას მამა და ბიძა.

"ჯგრო! პა­სუ­ხი იმ "ხა­ლოპ" პა­პუ­აშ­ვილ­საც მო­ე­თხო­ვე­ბა, ცხა­დია. სა­ხე­ლით და გვა­რით რომ ახ­სე­ნა ამ დი­ლით ზუკა და მი­უ­სი­ეს ზონ­დერე­ბი.

ყვე­ლა­ზე მწა­რედ და გა­მორ­ჩე­უ­ლად კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ის­ჯე­ბა. სულ მალე", - წერს "ფე­ის­ბუქ­ში" და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

პოს­ტის ქვე­მოთ კი ნა­ცე­მი ახალ­გაზ­რდის ბიძა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი შემ­დეგს წერს:

"ჩვე­ნი სის­ხლის დაღ­ვრის გა­რე­შე რო­გორ იქ­ნე­ბო­და! გმად­ლობ, ღმერ­თო, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი რომ ვარ, ზუ­კას სის­ხლის რომ ვარ. სა­ქარ­თვე­ლოს მტრე­ბო, ერ­თი­ა­ნად შ!"

შე­გახ­სე­ნებთ, ამ თავ­დას­ხმამ­დე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

“მხო­ლოდ ბოლო რამ­დე­ნი­მე დღე­ში ევ­რო­კავ­ში­რის ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სამი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი:

- და­ე­მუქრნენ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს "კე­ფა­ში ტყვი­ით" (ლე­ვან და­თუ­ნაშ­ვი­ლი, "ჯემ­ნი­უ­სი")

- ურე­კავ­დნენ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს მუ­ქა­რით და შე­უ­რა­ცხყო­ფით (სა­ლო­მე ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, ზუკა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, "სირ­ცხვი­ლია")" - ვკი­თხუ­ლობთ მის პოს­ტში.

წყარო