საუკეთესო დრო ბათუმში ინვესტიციისთვის - კვირის პალიტრა

საუკეთესო დრო ბათუმში ინვესტიციისთვის

ბათუმი, ე.წ. კავკასიის რივიერის ყველაზე ცნობილი ქალაქი, უძრავი ქონების ინვესტორებისგან განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს ბოლო რამდენიმე წელია - შესაბამისად, ინფრასტრუქტურაც აქტიურად ვითარდება, და ბაზარზეც სულ უფრო მეტი პროექტი ჩნდება, რომელიც პოტენციურ ინვესტორს სთავაზობს მის საჭიროებებსა და ამბიციებზე მორგებულ პირობებს.

მეტიც, ჩვენ ვიტყოდით რომ ამჟამად ბათუმი საქართველოში საუკეთესო ადგილია თუ ადამიანს უძრავ ქონებაში ინვესტიცია უნდა. ამისთვის სამი მიზეზი გვაქვს:

ოპტიმალური ფასები - და მათი მუდმივი ზრდა

უახლესი მონაცემებით, 2024 წლის მაისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 5%-ით გაიზარდა, ხოლო ძველი ბინების მაჩვენებელი 1%-ით შემცირდა. თუ სტატისტიკას თვალს გადავავლებთ, ვნახავთ რომ უძრავი ქონების ფასების ზრდა (და, ძველი ბინების შემთხვევაში - შედარებითი სტაბილურობა) ბათუმში მზრდადი ტენდენციაა.

და მაინც, თუ შევადარებთ უძრავი ქონების ფასებს თბილისისას - ცხადია, რომ ბათუმში მსგავსი ხარისხის პროექტების ფასები ანალოგიურ ტერიტორიაზე გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია. ბათუმში შესაძლებელია მყარი ინვესტიცია განახორციელო გაცილებით უფრო მცირე თანხით და გაცილებით უფრო მალე ნახო ინვესტიციის ნაყოფი.

შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბინები ბათუმში საუკეთესო შეთავაზებით ტექტოსგან და გამოიყენოთ შესაძლებლობა, შეიძინოთ ხარისხიანი უძრავი ქონება მომგებიან ფასად.

ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპი

თუ ადრე ბათუმი ძირითადად ტურიზმის სფეროში ფეხის შედგმით დაინტერესებული ინვესტორებისთვის იყო მიმზიდველი, დღესდღეობით ეს ინტერესი მრავალმხრივია. ბათუმი აღარ არის სეზონური ქალაქი, რომელიც ძირითადად ზაფხულში ტურისტულ ნაკადზე იყო ეკონომიკურად დამოკიდებული.

იხსნება ახალი ბიზნესები, შემოდის ახალი ინვესტიციები, შესაბამისად იზრდება დასაქმება და მოსახლეობის ცხოვრების დონეც.

სანამ ბათუმის ეკონომიკა აგრძელებს ზრდასა და დივერსიფიცირდებას. რაც ნიშნავს, რომ გააგრძელდება ზრდა უძრავი ქონების მოთხოვნაზეც.

განვითარებადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა

ბათუმში სწრაფად ვითარდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა აქტიურად იზრდება მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი, რაც ამარტივებს ქალაქში მოძრაობას. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მუდმივად იზრდება რეისების რაოდენობა. გარდა ამისა, იგეგმება სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაცია, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტვირთების, ისე მგზავრების უკეთეს გადაადგილებას. ყველა ეს ცვლილება დადებითად აისახება ქალაქის განვითარებასა და ინვესტიციების ზრდაზე, მათ შორის უძრავი ქონების სექტორშიც.

ბათუმის პოტენციალი ჯერ ბოლომდე ათვისებული არაა. ის სწორედ ახლა ვითარდება და საბოლოო ჯამში სწორედ ესაა მისი საინვესტიციო მიმზიდველობის მთავარი მიზეზი. ბათუმი ზრდას აგრძელებს და დროის განმავლობაში როგორც სამშნებლო პროექტების რაოდენობა, ისე ფასებიც ქალაქთან ერთად გაიზრდება.

მაგრამ დღეისდღეობით ოპტიმალურ ფასად უძრავი ქონების შეძენა კვლავ შესაძლებელია.

დაათვალიერეთ ბინები შიდა განვადებით Tekto-ში, იპოვეთ ის რომელიც ყველაზე მეტად ერგება თქვენს საინვესტიციო ინტერესებს, და დაგიკავშირდით. ჩვენ უზრუნველვყოფთ საუკეთესო ხარისხს ბათუმის ყველაზე მიმზიდველ ლოკაციებზე.

(R)