როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართელოში? - კვირის პალიტრა

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართელოში?

დღის მეორე ნახევარში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ასევე, დედაქალაქში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა სხვადასხვა კატაკლიზმები გამოიწვიოს.

„დღეს 11 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში, ასევე, დედაქალაქში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"