"იმ წარმონაქმნების ოჯახის წევრებო, ვინც ხალხს უკნიდან ეპარება, წააქცევს, უმოწყალოდ სცემს და გარბის..." - რას წერს დავით გორგილაძე? - კვირის პალიტრა

"იმ წარმონაქმნების ოჯახის წევრებო, ვინც ხალხს უკნიდან ეპარება, წააქცევს, უმოწყალოდ სცემს და გარბის..." - რას წერს დავით გორგილაძე?

დავით გორგილაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ზუკა ბერძენიშვილის ცემის ფაქტს და წერს:

"იმ წარმონაქმნების ოჯახის წევრებო, ვინც ხალხს უკნიდან ეპარება, წააქცევს, უმოწყალოდ სცემს და გარბის. დედებო, მამებო, და-ძმებო...

ადამიანებად მათი აღზრდა რომ ვერ მოახერხეთ, ეს დღესავით ნათელია, მაგრამ რაღაც არც ახლაა დაგვიანებული. აჯობებს დღეს მოიყვანეთ ეგენი გონს, თორემ ხვალ იქნება თუ ზეგ მოგიწევთ სასამართლო დარბაზში ცრემლების ღვრა და იმის მტკიცება, რომ დააძალეს, სინამდვილეში კარგი ადამიანია, იძულებული გახდა...

დაგვიანებული იქნება მერე.

გინდათ თქვენ ეგ?"

ცნობისათვის, სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილი სოციალ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის განცხადებიდან ერთ საათში ზუკა ბერძენიშვილს საცხოვრებელ სახლთან სამი თავდამსხმელი დახვდა.

„ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ „აღშფოთებული მოქალაქეები“ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ, უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ“, - წერს ნიკოლეიშვილი.

"შენ თუ თავში არ გესროლოო, მეძახდა სამიდან ერთი, როცა დაგდებულს მირტყამდა. არ ჰყოფნიდა რასაც შვრებოდა და ზევიდან ფანტაზიორობდა", - ამის შესახებ აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რითაც მასზე თავდასხმას გამოეხმაურა.

შვილის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, რომლის თქმითაც მალე ყველა „მწარედ დაისჯება“. მისივე განცხადებით, პასუხი პაპუაშვილსაც მოეთხოვება, „სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები“.

„ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი, ბიძინა ივანიშვილი დაისჯება, სულ მალე“,- წერს დავით ბერძენიშვილი.