"თქვენი უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა მშვენიერი შესაძლებლობაა შემდეგი მესიჯების გასაგზავნად: დავაბრუნებ საქართველოს ევროავშირისკენ გზაზე" - მაიკლ როთი ირაკლი კობახიძეს - კვირის პალიტრა

"თქვენი უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა მშვენიერი შესაძლებლობაა შემდეგი მესიჯების გასაგზავნად: დავაბრუნებ საქართველოს ევროავშირისკენ გზაზე" - მაიკლ როთი ირაკლი კობახიძეს

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობას ეხმაურება და საციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“ძვირფასო ირაკლი კობახიძე, თქვენი უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა მშვენიერი შესაძლებლობაა შემდეგი მესიჯების გასაგზავნად:

საქართველო გაზრდის უკრაინის მხარდაჭერას; გავიწვევ “უცხოური აგენტების კანონს”; შევაჩერებ ანტი-LGBTI კანონპროექტს; დავაბრუნებ საქართველოს ევროავშირისკენ გზაზე”, - წერს როთი პლატფორმა X-ზე.

"ინტერპრესნიუსი"