ბიძინა ივანიშვილმა "კრისტის" აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერი შეიძინა და საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადასცემს - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილმა "კრისტის" აუქციონზე იოანე ზოსიმეს ხელნაწერი შეიძინა და საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადასცემს

"ქართული ოცნების" სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე - ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან.

"კიდევ ერთი ისტორიული ქველმოქმედება და საქვეყნო საქმე!ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე - ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე.უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა!"