დასანქცირებულია თუ არა სუს-ის უფროსი?! - რას აცხადებს გიორგი ლილუაშვილის მოადგილე - კვირის პალიტრა

დასანქცირებულია თუ არა სუს-ის უფროსი?! - რას აცხადებს გიორგი ლილუაშვილის მოადგილე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი აცხადებს, რომ სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულთა სიაში არ იქნება.

კითხვაზე თუ რატომ, ბატიაშვილი პასუხობს: „არ უნდა იყოს და იმიტომ".

„მე არ ვიცი, მაგრამ გრიგოლ ლილუაშვილი რომ არ იქნება [დასანქცირებული] დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. არ უნდა იყოს და იმიტომ," - განაცხადა ბატიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"