"გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ საქართველოში ჩვენი შოუ პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო" - რა განცხადებას ავრცელებს Massive Attack? - კვირის პალიტრა

"გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ საქართველოში ჩვენი შოუ პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო" - რა განცხადებას ავრცელებს Massive Attack?

პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯგუ­ფი Massive Attack სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მილ კონ­ცერტს აუქ­მებს. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ჯგუ­ფი სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ში აქ­ვეყ­ნებს:

"გა­დავ­წყვი­ტეთ, გა­ვა­უქ­მოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნი შოუ 28 ივ­ლისს, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თად უფ­ლე­ბებ­ზე თავ­დას­ხმის გამო. ამ მო­მენ­ტში, სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ Black Sea Arena-ზე გა­მოს­ვლა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დობ­რი­ვი ჩახ­შო­ბის მო­წო­ნე­ბად.

ცემა, და­პა­ტიმ­რე­ბა, მუ­ქა­რა და ძა­ლა­დო­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის, აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ, კა­ნო­ნებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც აზი­ა­ნებს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და უარ­ყოფს ლგბტ ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ყვე­ლა­ფერს, რა­საც ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ.

ჩვენ სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გე­ებს, რომ­ლე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლა­დო­ბას და ვგრძნობთ, რომ მათი ხმა უნდა მო­ის­მი­ნონ და მათი ბრძო­ლა იყოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ჩვენ დავ­ბრუნ­დე­ბით და თქვენ­თან ერ­თად და­ვუკ­რავთ თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში. #და­ი­ცა­ვიპ­რო­ტეს­ტი", - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ჯგუ­ფი სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ზე აქ­ვეყ­ნებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ცხა­დე­ბა 5 ივ­ნის­საა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი.

Black Sea Arena-ზე 28 ივლისს დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში Black Sea Arena ავრცელებს:

"სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ 28 ივლისს, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმებულია. ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა აუნაზღაურდებათ ეტაპობრივად, დეტალების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ უახლოეს მომავალში."