"არასათანადო პროექტირება, არასათანადო გეოლოგიური შესწავლა და ხარისხი შესრულებული სამუშაოები" - რას ამბობს ექსპერტი რიკოთის პროექტზე - კვირის პალიტრა

"არასათანადო პროექტირება, არასათანადო გეოლოგიური შესწავლა და ხარისხი შესრულებული სამუშაოები" - რას ამბობს ექსპერტი რიკოთის პროექტზე

საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, გეოლოგი ალექსანდრე თვალჭრელიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ რიკოთის გზაზე მომხდარს ეხმაურება. ის გასულ წელს აცხადებდა, რომ „შესაცვლელია კონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც რიკოთის გზაზე მუშაობდნენ“. გეოლოგი განმარტავს, რომ დღესაც იმავე პოზიციაზეა.

თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ 9 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე წყლისა და ლაფის ჩამოსვლის მიზეზი არის არასწორი დაპროექტება. გარდა პროექტირებისა, მისი თქმით, საქმე შესაძლოა, გვქონდეს უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებსა და არასათანადო გეოლოგიურ შესწავლას.

„ახლაც იმავეს ვფიქრობ - რიკოთი მისახედია, სულ ასეთი შემთხვევები იქნება თუ არ მოუარეს. ჩემი აზრით, ეს არის არასწორად გაკეთებული პროექტი. თავის დროზე ჩვენ გვთხოვდნენ, რომ გეოლოგიური შესწავლა გაგვეკეთებინა, მაგრამ ისეთი პირობები დასვეს და შეამცირეს სამუშაოები, რომ უარი ვთქვით. უნდოდათ, რომ გეოფიზიკა გაგვეკეთებინა (ბურღილები რად გვინდაო) და არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე ფაქტორი დაედო ერთმანეთს: არასათანადო პროექტირება, არასათანადო გეოლოგიური შესწავლა და ხარისხი შესრულებული სამუშაოების“, - განაცხადა თვალჭრელიძემ.

განაგრძე კითხვა