"არტ-თერაპიის ტექნიკების გამოყენების შემდგომ ადამიანის ფერთა პალიტრა შეიცვალა - ნახატები სიხარულის მომტანი გახდა"
ანა მამისაშვილი ფერებით ტკბობის ხელოვნებასა და საზოგადოებისთვის ცნობილ ოჯახის წევრებზე
"გადავწყვიტე, ისეთი ხატვის კურსი შემექმნა, სადაც ყველა შეძლებდა ხატვასთან კავშირი ჰქონოდა, ეს არ იქნებოდა მიუწვდომელი. მინდოდა სიამოვნება მიეღოთ ხატვის სწავლის პროცესით და ფერებთან ურთიერთობით დამტკბარიყვნენ", - ამბობს მხატვარი ანა მამისაშვილი, რომელიც ხატვის თერაპიულ მხარეზე გვესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"ალბათ მხატვრობა ჩემი სულიერი მდგომარეობა იყო, ხატვის ტექნიკის სწავლა კი 18 წლის ასაკში დავიწყე. დიახ, ჩემი ოჯახის წევრები მუსიკოსები არიან - დედა მუსიკათმცოდნე, მამა და ბაბუა - კომპოზიტორები, ბებია - სოლფეჯიოს პედაგოგი, მუსიკათმცოდნე, დეიდა - მევიოლინე. ჩემშიც თითქოს მუსიკოსს ეძებდნენ. ხატვას რომ ვახსენებდი, წარმოუდგენელი იყო ყველასთვის. ამიტომ ბავშვობაში ვწერდი, ჩემს ემოციებს ფერებში ვხედავდი და სიტყვებით გადმომქონდა..."
"მხატვარი ქმნის ახალ სამყაროს, რომლის შემოქმედი თვითონაა. ასევე, ხატვა ერთგვარი აღსარებაა ავტორისთვის. თუ ის ინტუიციურად ხატავს, ყოველთვის გამოაქვს მთავარი, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის გარეთ გამოტანა შვებას ჰგვრის. ის უზიარებს მთელ სამყაროს თავის ტკივილს ან სიხარულს, ემოციურ განწყობას..."
"რამდენიმე შემთხვევა მახსოვს, როდესაც არტ-თერაპიის ტექნიკების გამოყენების შემდგომ ადამიანის ფერთა პალიტრა შეიცვალა. მაგალითად გოგონას ნახატებში, რომელსაც მხოლოდ შავი და ლურჯის გამოყენების სურვილი ჰქონდა, თანდათანობით ემატებოდა ფერები, ბოლოს კი შავს თითქმის აღარ იყენებდა. ც..."
"ბაბუას - კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის მთავარი მამოძრავებელი და მაცოცხლებელი ძალა სიყვარული იყო, ლექსების კრებულსაც ასე დაარქვა - "მხოლოდ სიყვარული". ბედნიერი ვარ, რომ ამ ლექსების ილუსტრაციების შექმნა მომანდო..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 13 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.
რუსუდან გელაშვილი