"ყველას უჩნდება კითხვა, რატომ მიუგდო სამთავრობო მედიას თავისი 21 წლის შვილი საჯიჯგნად..." - რას წერს ნიკო მანაგაძე დედაზე, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერია - კვირის პალიტრა

"ყველას უჩნდება კითხვა, რატომ მიუგდო სამთავრობო მედიას თავისი 21 წლის შვილი საჯიჯგნად..." - რას წერს ნიკო მანაგაძე დედაზე, რომელიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერია

ერთი კვი­რის წინ, სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა "თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის“ ლი­დერს, 21 წლის ნიკო მა­ნა­გა­ძეს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის 1-ელი კორ­პუ­სის წინ რამ­დე­ნი­მე პირი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და.

რო­გორც თა­ვად ნიკო მა­ნა­გა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მას თავს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ეს­ხა და თა­ვის არე­ში გა­მიზ­ნუ­ლად ურტყამ­დნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მა­ნა­გა­ძის დე­დამ გა­ნა­ცხა­და, რომ არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ამ ძა­ლა­დო­ბის უკან “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ იდ­გეს და დას­ძი­ნა, რომ მისი შვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­წრე­ბო­და “ენ­ჯეო“ სექ­ტო­რის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ტრე­ნინ­გებს და არა­ერთ აქ­ტი­ვო­ბა­ში იყო ჩარ­თუ­ლი.

ნიკო მა­ნა­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სამ­თავ­რო­ბო პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა დედა მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­წყო.

"დად­გა დრო, ვრცლად: პირ­ველ რიგ­ში და­ვი­წყებ ბო­დი­შით. ბო­დი­ში იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ჩემ კონ­ტექ­სტში და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი და (რბი­ლად რომ ვთქვა) არას­წო­რი ბრალ­დე­ბე­ბის ობი­ექ­ტი გახ­და. ვწუხ­ვარ და ჩემი მკა­ფიო პო­ზი­ცია ამ ყვე­ლა­ფერ­ზე იცით. ნამ­დვი­ლად არ იყო ბოლო დღე­ე­ბი მარ­ტი­ვი ემო­ცი­უ­რად. არ მიყ­ვარს ხოლ­მე შემ­ჩნე­ვა, მაგ­რამ ისე­დაც ყვე­ლას კარ­გად გეს­მით, რა ხდე­ბა ამის მიღ­მა..1 კვი­რის წი­ნან­დელ ფი­ზი­კურ თავ­დას­ხმა­ზე ბევ­რად უფრო მე­ტად მტკივ­ნე­უ­ლი ის იყო, რაც 2 დღის წინ ყვე­ლამ ნა­ხეთ. ვე­რა­ნა­ი­რი ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა გავ­ნებს ისე, რო­გორც ერ­თმა ასეთ­მა სი­ტყვამ და ქცე­ვამ შე­იძ­ლე­ბა გიქ­ნას ოჯა­ხის წევ­რის­გან მო­რა­ლუ­რად. და რა თქმა უნდა, ამას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და სამ­თავ­რო­ბო პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მხრი­დან დე­და­ჩე­მის ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ყე­ნე­ბა. ვე­რაფ­რით გავ­ტე­ხეთ: ვერც “სა­მარ­თლებ­რი­ვი” გზე­ბით და­ში­ნე­ბით, ვერც ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმით, ვერც მა­ნამ­დე წარ­მო­ე­ბუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის კამ­პა­ნი­ით და მოდი, კო­ზი­რი “გა­ი­ჩი­თა”, იქ­ნებ ამით და­ვან­გრი­ოთ მო­რა­ლუ­რად, გა­ვა­ნე­იტ­რა­ლოთ, ბოლო მო­ვუ­ღოთ, გა­ვა­ჩუ­მოთ, თავი და­ვახ­რე­ვი­ნოთ, სახ­ლში ჩავ­კე­ტოთ, შე­ვარ­ცხვი­ნოთ, გა­მოვ­ფი­ტოთ..

და­ვატ­რი­ა­ლოთ ყვე­ლა­ზე ბინ­ძუ­რი პრო­პა­გან­და: ნა­ხეთ, დე­და­მი­სი შვილ­ზე რას ამ­ბობს… არას­დროს მინ­დო­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი, ყო­ველ­თვის თავს ვა­რი­დებ­დი, არა­თუ სა­ჯა­როდ, არა­მედ მე­გობ­რებ­თან სა­უბ­რის დრო­საც კი. ამ ჩემი გულ­წრფე­ლი და თავ­და­დე­ბუ­ლი ბრძო­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ეს იყო ყვე­ლა­ზე დამ­თრგუნ­ვე­ლი რამ, რაც ჩემ თავს ხდე­ბო­და. ის, რა­საც ვებ­რძო­დი, სა­კუ­თარ ოჯახ­ში ტრი­ა­ლებ­და. იმ პრი­მი­ტი­ულ პრო­პა­გან­დის­ტულ ნი­აღ­ვარს, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აფ­რქვევ­და, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყვე­ლა­ზე ბე­ჯი­თად ის­რუ­ტავ­დნენ. და ეს გრძელ­დე­ბა უკვე ბევ­რი წე­ლია. ყო­ველ­თვის ვი­დე­ქი იქ, სა­დაც მე მი­მაჩ­ნდა, რომ სწო­რი იყო დგო­მა და არა ვინ­მეს ჩემ გარ­შე­მო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი 2012 წლი­დან “ოც­ნე­ბის” (რო­მე­ლიც შემ­დგომ არა­ნაკ­ლებ ძა­ლა­დობ­რივ რე­ჟი­მად გარ­და­იქ­მნა, რა­საც თით­ქოს თა­ვის დრო­ზე ებ­რძოდ­ნენ და კი­დევ უფრო მძაფ­რი ფორ­მე­ბი და­ა­მა­ტა) წევ­რე­ბი არი­ან, აქ­ტი­უ­რად არი­ან სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში პარ­ტი­ი­დან ჩარ­თუ­ლი, ჩემი პო­ზი­ცი­ე­ბი ყო­ველ­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, ჩემ თავს ვუქ­მნი­დი ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ვინ­მეს მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა­სა თუ ნა­ბი­ჯებ­თან გან­სა­ზღვრუ­ლად სინ­ქრონ­ში. არ არ­სე­ბობ­და იმ ტი­პის ავ­ტო­რი­ტე­ტი, რო­მელ­საც ბრმად გავ­ყვე­ბო­დი, იმ­პე­რა­ტი­ულ მო­წო­დე­ბებს მივ­ყვე­ბო­დი და სა­კუ­თარ “მე”-ს წავ­შლი­დი.

ახალ­გაზ­რდის თა­ვი­სუფ­ლე­ბაც ამა­შია, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი დო­ზით არ­სე­ბობ­და. ბავ­შვო­ბი­დან სამ­შობ­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლიც ბე­ბი­ი­დან გაჩ­ნდა, რო­მელ­მაც დღეს სამ­წუ­ხა­როდ ჩემს მშობ­ლებ­თან ერ­თად, თა­ვად და­ი­ვი­წყა სი­ტყვე­ბი, რო­მელ­ზეც გამ­ზარ­და: “სჯობს მო­ნო­ბა­ში გა­დიდ­კა­ცე­ბულს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ძებ­ნა­ში მკვდა­რი”. რო­გორც ჩანს, მათ­თვის მო­ნო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა თურ­მე სულ სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ორუ­ე­ლი­სე­უ­ლად: მო­ნო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა - მო­ნო­ბა. ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის არც ბოლ­შე­ვიზ­მი ყო­ფი­ლა შორს - რომ პარ­ტი­ის, ბა­ტო­ნე­ბის სა­ვარ­ძლე­ბის გამო, შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რიც კი აუ­გად მო­იხ­სე­ნიო, გა­ლან­ძღო, ხელი კრა, და­ამ­ცი­რო, გა­წი­რო, სა­ჯიჯგნად მი­უგ­დო ბრბოს - ერ­თგუ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა პარ­ტი­ას: ვი­ღა­ცებს აყო­ლი­ლია, მარ­თუ­ლია, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია, არ ეს­მის თქვე­ნი სა­ხით რამ­ხე­ლა სი­კე­თეს უპი­რის­პირ­დე­ბა, უბ­რა­ლოდ უმე­ცა­რია… და ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მო­რა­ლუ­რად მძი­მედ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ჩემ­ზე სწო­რედ ამ რე­ჟი­მის მიერ 1 კვი­რის წინ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ბარ­ბა­რო­სუ­ლი და არა­კა­ცუ­რი ჯგუ­ფუ­რი თავ­დას­ხმის შემ­დეგ, ღია და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი სა­დამ­სჯე­ლო აქ­ტის, ან­გა­რიშს­წო­რე­ბის, ამ მე­თო­დე­ბით გა­ჩუ­მე­ბის მცდე­ლო­ბის ფონ­ზე..

რო­გორც ვთქვი, ყო­ველ­თვის სიმ­ძი­მეს წარ­მო­ად­გენ­და ჩემ­თვის ამა­ზე ღიად სა­უ­ბა­რი და მუდ­მი­ვად გა­ვურ­ბო­დი, არც ვთვლი­დი სა­ჭი­როდ და სწო­რად. მაგ­რამ როცა ეს უკვე ამ ფორ­მით და მას­შტა­ბით ჩემ მი­მართ დე­და­ჩე­მის მხრი­დან მოხ­და სამ­თავ­რო­ბო პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მე­დი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით (თუ მათ მიერ დე­და­ჩე­მის გა­მო­ყე­ნე­ბით), ამ მხრივ გან­ხილ­ვის მთა­ვარ თე­მად მაქ­ცია, სას­პე­კუ­ლა­ციო ამ­ბად და­სა­ხა და ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბის დიდი სივ­რცე გა­ა­ჩი­ნა, უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და მდუ­მა­რედ ამას­თან შეხ­ვედ­რა, რაც იმ წა­მი­დან ტრი­ა­ლებს, პირ­ში წყლის და­გუ­ბე­ბა და ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, თით­ქოს არა­ფე­რი ხდე­ბა. რა­ღა­ცე­ბი სამ­წუ­ხა­როდ ახ­სნას მო­ი­თხოვს. ყვე­ლას უჩ­ნდე­ბა კი­თხვა, რა­ტომ გა­ა­კე­თა ეს, თან ასეთ დროს, სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ას რო­გორ მი­უგ­დო თა­ვი­სი 21 წლის შვი­ლი სა­ჯიჯგნად, რა­ტომ კრა წიხ­ლი მის რე­პუ­ტა­ცი­ას, რა მო­ი­გო ამით, რა­ტომ და რო­გორ და­ეხ­მა­რა რე­ჟიმს მისი შვი­ლის თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის არი­დე­ბა­ში, ის­რე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რად სხვის­კენ გა­და­ტა­ნა­ში.. არ ვიცი, არც მე მაქვს პა­სუ­ხი. რამ­დე­ნი­მე წე­ლია სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობთ, აქ­ტი­უ­რი და მუდ­მი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვაქვს შე­სა­ბა­მი­სად.

როცა ვსა­უბ­რობთ “ტექ­ნი­კურ” ყო­ფით სა­კი­თხებ­ზე, ყო­ველ­თვის ვე­რი­დე­ბით პო­ლი­ტი­კას შე­ვე­ხოთ, გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა თავ­გან­წი­რულ და თავ­გა­და­დე­ბულ უწყვეტ ბრძო­ლა­ში ვარ, ამ ფონ­ზე კი­დევ უფრო მძი­მეა მის გა­ყი­ნულ კონ­დი­ცი­ას­თან შებ­რძო­ლე­ბა. ზო­გა­დად, კონ­ფორ­მიზ­მი არის ის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მთრგუ­ნავს. როცა ვკი­თხე რამ­დე­ნი­მე თვის წინ, რის გამო აკე­თებ ამას, პირ­და­პირ მი­პა­სუ­ხა, მეხ­მა­რე­ბი­ან რა­ღა­ცებ­ში როცა მჭირ­დე­ბა და გვერ­დით მიდ­გა­ნან, შე­სა­ბა­მი­სად, მეც იმა­ვე­თი ვპა­სუ­ხო­ბო (პარ­ტი­ას). ის, რა­საც რე­ა­ლუ­რად “გა­რეთ” ვებ­რძვი, “შიგ­ნით” მქონ­და. ამი­ტო­მაა შე­უძ­ლე­ბე­ლი ორ­დი­ნა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. მაგ­რამ არც მთლად ასე მშრა­ლა­დაა საქ­მე: ამ­დე­ნი წე­ლია იმ “ბაბლში” ტრი­ა­ლებს, მისი ტე­ლე­ფო­ნი რომ გახ­სნათ, ფე­ის­ბუკ­ში შეხ­ვი­დეთ, შე­იძ­ლე­ბა ცოტა ხან­ში თქვენც და­ზომ­ბირ­დეთ იმ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ნა­კა­დით, რაც ყო­ველ­წა­მი­ე­რად მის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებს. მარ­თლა და­ი­ჯე­როთ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის მშე­ნებ­ლო­ბას და სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის ჩა­ბე­ტო­ნე­ბას კი არ ემ­სა­ხუ­რე­ბა, მარ­თლა მშვი­დო­ბის­თვის იბ­რძვის და და­სავ­ლე­თის მავ­ნე მცდე­ლო­ბე­ბის­გან გვი­ცავს. ამი­ტომ აქვს თავი გა­და­დე­ბუ­ლი…

ამი­ტომ და­ი­წყო ბოლო თვე­ებ­ში ის, რაც და­ი­წყო ამ ქვე­ყა­ნა­ში.. მისი ოპო­ნენ­ტი მხა­რე კი დრა­კო­ნის გან­სხე­უ­ლე­ბაა და სი­კე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბა. რთუ­ლია ამ ყი­ნუ­ლის გად­ნო­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლიც, სა­ნამ ეს რე­ჟი­მი არ დას­რულ­დე­ბა. მაგ­რამ ბევ­რს არ ეს­მის, შე­იძ­ლე­ბა პრო­პა­გან­დას იყო აყო­ლი­ლი, კა­ნო­ნის, მისი შე­დე­გე­ბის და რე­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბის აღ­ქმა გი­ჭირ­დეს, თეთ­რს და შავს პო­ლი­ტი­კა­ში ვერ ას­ხვა­ვებ­დე, მაგ­რამ როცა შენს შვილ­ზეც კი ეგეთ ცხად თავ­დას­ხმას ხე­დავ, ცხა­დი მო­ტი­ვა­ცი­ით და ავ­ტო­რე­ბით, რო­გორ შე­გიძ­ლია ასე­თი მო­რა­ლუ­რი ატრო­ფია გა­ნი­ცა­დო და ნაც­ვლად მას­ზე თავ­დას­ხმის ავ­ტო­რებ­ზე იე­რი­შის მი­ტა­ნი­სა, გაბ­რა­ზე­ბი­სა, გმო­ბი­სა და მათი არ მოს­ვე­ნე­ბი­სა, ეს აკე­თო. კარ­გად ვიცი, რას ფიქ­რობს და ლა­პა­რა­კობს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ამა­ზე. რა თქმა უნდა, არა­ვინ გა­მი­ზი­ა­რებს თა­ვის რე­აქ­ცი­ას და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ხის­ტად, ყვე­ლა მხო­ლოდ ერ­თმა­ნეთ­ში სა­უბ­რობს პირ­და­პი­რი ტექ­სტე­ბით ამა­ზე და ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ცდი­ლობს ფრთხი­ლად გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი ამ­ბის სენ­სი­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და მეც ასე მო­ვიქ­ცე­ო­დი, მაგ­რამ მინ­და იცო­დეთ, რომ ძა­ლი­ან მყა­რად ვდგა­ვარ. ზუს­ტად ისე ვუ­ყუ­რებ ამ ამ­ბავს, რო­გორც თქვენ. ის, რომ ამა­ზე სა­უბ­რის თა­ვიც მაქვს, ამის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა.

“შიგ­ნი­დან” ეს ცხა­დია არა­ხა­ლი მოვ­ლე­ნაა ჩემ­თვის (წლე­ბია გრძელ­დე­ბა), მაგ­რამ სა­ჯა­როდ ამის გა­მო­ტა­ნა და მთე­ლი ქვეყ­ნის დის­კუ­სი­ის საგ­ნად ქცე­ვა, ბუ­ნებ­რი­ვია არაა მარ­ტი­ვი. რა­საც გავ­დი­ვარ, მძი­მეა ემო­ცი­უ­რად. გა­რე­დან კი ქვად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი, მაგ­რამ რა თქმა უნდა ბუ­ნებ­რი­ვად ასე არაა, უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ ყვე­ლა ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის, ემო­ცი­ე­ბის და სა­ხის კონ­ტრო­ლი შევ­ძლო, ცი­ვად და ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე მო­ვე­კი­დო ამას. როცა ეს რე­ჟი­მი დას­რულ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ალ­ბათ ნელ-ნელა და­ლაგ­დე­ბა. მიხ­ვდე­ბა, რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, რას აშა­ვებ­და და ვინ ხე­ი­რობ­და მისი ამ ქცე­ვით. გა­ი­აზ­რებს, სად იყო სი­ნათ­ლე და სიბ­ნე­ლე, სიყ­ვა­რუ­ლი და ღა­ლა­ტი, გულ­წრფე­ლო­ბა და სი­ყალ­ბე, ეროვ­ნუ­ლი და ვიწ­რო პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი, რე­ჟი­მი და შვი­ლი.. და სწო­რედ იმ არ­ხებს შე­უძ­ლი­ათ შემ­დეგ ჩა­წე­რონ პირ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო აღ­სა­რე­ბაც. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ინა­ნებს და გა­ი­აზ­რებს ამას. მა­ნამ­დე ჩემი ბრძო­ლა კი­დევ უფრო დიდი მო­ტი­ვა­ცი­ით გრძელ­დე­ბა. კი­დევ უფრო მეტს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ამ ის­ტო­რი­ულ კა­ტას­ტრო­ფას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში წერ­ტი­ლი და­ეს­ვას. ასე გაგ­რძე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, შე­უძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მელ­საც არ შე­უძ­ლია შე­ე­გუ­ოს მო­ნო­ბას, რუ­სეთს, ავ­ტოკ­რა­ტი­ას, გა­აჩ­ნია ღირ­სე­ბა და ამას მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტავს.

სხვა­თა შო­რის, ეს თა­ო­ბა­თა და­პი­რის­პი­რე­ბა არაა ახა­ლი მოვ­ლე­ნა. ილი­ა­სე­უ­ლი “მა­მა­თა და შვილ­თა ბრძო­ლით” იწყე­ბა ჩვენს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში და 9 აპ­რი­ლის ამ­ბე­ბით გრძელ­დე­ბა, როცა 15-16 წლის ბავ­შვე­ბიც კი სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის რუს­თა­ველ­ზე იდ­გნენ, შიმ­ში­ლობ­დნენ და სა­კუ­თა­რი მშობ­ლე­ბი იმ­დე­ნად ვერ იგებ­დნენ რა იდე­ის­თვის იბ­რძოდ­ნენ, რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ეს, რომ სრუ­ლი­ად სე­რი­ო­ზუ­ლად ეუბ­ნე­ბოდ­ნენ: რა გა­შიმ­ში­ლებს კაცო ჩემს შვილს, გა­ტე­ნი­ლი მაქვს სახ­ლში მა­ცი­ვა­რი, წა­მო­დიო. ვერ იგებ­დნენ, რო­გორ უნდა ეცხოვ­რათ საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში, რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო მას შემ­დეგ და “რა ეშ­ვე­ლე­ბო­დათ”, თუ საბ­ჭო­თა რე­ჟი­მი და­ინ­გრე­ო­და, პარ­ტი­ულ ბი­ლეთს და­კარ­გავ­დნენ. თუ ჭი­რია, შეჩ­ვე­უ­ლი გვირ­ჩევ­ნია, რა­შიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ვა­ტა­რეთ და ახალ­გაზ­რდე­ბი ნუ გვახ­ვევთ თავს ექ­სპე­რი­მენ­ტებს, ამ რე­ჟი­მის­გან გა­ვი­თა­ვი­სუფ­ლოთ თა­ვიო.

დე­და­ჩემ­საც უკი­თხავს, რა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვიო. რა იქ­ნე­ბა მას შემ­დეგ, როცა ეს რე­ჟი­მი დას­რულ­დე­ბაო. სი­ახ­ლის, გა­ნახ­ლე­ბის, ახა­ლი რე­ა­ლო­ბის ფორ­მი­რე­ბის ში­შიც ცალ­კე ფაქ­ტო­რია. მოკ­ლედ, ჩემი გზა მყა­რად გრძელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ ერ­თად ამ ბო­რო­ტე­ბის­გან და არას­დროს ვი­ცხოვ­რებთ რუ­სეთ­ში! ფორ­მა­ლუ­რად მო­პო­ვე­ბულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბას რე­ა­ლუ­რად ვაქ­ცევთ - სა­ქარ­თვე­ლო აღა­რას­დროს იქ­ნე­ბა რუ­სე­თის ქოლ­გის ქვეშ. არ­ცერ­თი რუ­სუ­ლი ბო­რო­ტე­ბის გან­შტო­ე­ბა - არც შიდა (ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის სა­ხით) და არც გარე (მისი ბა­ტო­ნი პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი) - აღარ იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის ნა­წი­ლი. ბო­რო­ტე­ბა ვერ მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს!

ბო­რო­ტე­ბი იპო­ვი­ან თა­ვი­ანთ გზას, სა­ქარ­თვე­ლოს მიღ­მა. უდი­დე­სი მად­ლო­ბა იმ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მხარ­და­ჭე­რის­თვის და მო­რა­ლუ­რად გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის, რა­საც ბოლო დღე­ებ­ში და ზო­გა­დად ბოლო პე­რი­ოდ­ში თქვენ­გან ვგრძნობ. ქუ­ჩა­ში ყო­ველ გა­მოს­ვლას სულ სხვა ფერი აქვს, რა­ღაც სა­ოც­რე­ბა ხდე­ბა ხალ­ხის­გან, რი­გი­თი გამ­ვლე­ლე­ბის­გან. თქვე­ნი გამ­ხნე­ვე­ბა და გვერ­დში დგო­მა, ყო­ვე­ლი სი­ტყვა, არის უდი­დე­სი კონ­ტრი­ბუ­ცია შე­ტა­ნი­ლი ჩემი სიმ­ტკი­ცის და მყა­რად დგო­მის საქ­მე­ში. ეს ბრძო­ლა სა­ერ­თოა! ერ­თად და ერ­თო­ბით გა­ვი­მარ­ჯვებთ! გა­ვი­მარ­ჯვებთ სა­ხე­ლოვ­ნად" - წერს ნიკო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

წყარო