საქართველო VS თურქეთი - ფასების "ომი": რომელი ნაკრები უფრო ძვირი ღირს?! - კვირის პალიტრა

საქართველო VS თურქეთი - ფასების "ომი": რომელი ნაკრები უფრო ძვირი ღირს?!

ისტორიაში პირველად, ხვალ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. 18 მარტს ვილი სანიოლის გუნდი თურქეთის ნაკრებს, ვინჩენცო მონტელას გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორია ევროპის ჩემპიონატზე პირველი მოწინააღმდეგე გუნდის, თურქეთისა და ამავდროულად, საქართველოს ეროვნული ნაკრებების ღირებულება. ასევე, ვინ არიან ნაკრებების Top-5 ძვირად ღირებული ფეხბურთელები.

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 161.05 მლნ ევროს შეადგენს, თურქეთის ნაკრების ფასი კი 324.10 მლნ ევროა.

რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ 5 ფეხბურთელს, სია ასე გამოიყურება:

საქართველოს ნაკრები:

ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო;

გიორგი მამარდაშვილი - 35 მლნ ევრო;

გიორგი მიქაუტაძე - 15 მლნ ევრო;

ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო;

საბა ლობჟანიძე - 3 მლნ ევრო;

თურქეთის ნაკრები:

ჰაკან ჩალჰანოღლუ - 45 მლნ ევრო;

ქენან ილდიზი - 30 მლნ ევრო

განაგრძე კითხვა