"ჩემი მისამართით შემთხვევით გამიგონია ნათქვამი: "ახლა ეს ბიჭიც თამაშობს და ალბათ წავაგებთ“ ან კიდევ: "არა რა, ოღონდ ეს ბიჭი არა" - რას წერს კვარა ბლოგში? - კვირის პალიტრა

"ჩემი მისამართით შემთხვევით გამიგონია ნათქვამი: "ახლა ეს ბიჭიც თამაშობს და ალბათ წავაგებთ“ ან კიდევ: "არა რა, ოღონდ ეს ბიჭი არა" - რას წერს კვარა ბლოგში?

ვებგვერდზე - the players tribune გამოქვეყნებულია ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას ბლოგი, სადაც ის საქართველოს, მისი კარიერის, ფეხბურთში პირველი ნაბიჯებისა და შემდგომი წარმატების შესახებ წერს:

"კარგი, მოდი ასეთი რამე ვცადოთ.

კითხე ნებისმიერ ქართველს, ვინ მოიგებს ევროპის ჩემპიონატს.

ჩვეულებრივ, გამვლელ ქართველს. პატარა ბავშვს, მაღაზიის გამყიდველს… არ აქვს მნიშვნელობა.

კითხე! იცით რა მოხდება?

ჯერ, სანამ გიპასუხებენ … შეგხედავენ. ეს ნეტა გიჟი ხო არააო?

ვინ მოიგებსო??

„საქართველო მოიგებს ევროპის ჩემპიონატს. რა თქმა უნდა.“ რა თქმა უნდა.„

მოგაშტერდებიან ასეთი კითხვის დასმისთვის: დებილი ხომ არ ხარ?

„საქართველო თუ არა - ვინ მოიგებს?!?!?!“

„სულელი ხარ. ძალიან სულელი.“

ზოგი ამბობს: „ეს ხომ პირველად გადიხართ ევროპის ჩემპიონატზე“

არა უშავს! არ აქვს მნიშვნელობა!

„საქართველო მოიგებს!“ ასე გიპასუხებს მოხუცებული ქალბატონი.

ქართველები ასეთები არიან. ყველაფერში.

იცი, რომელია საუკეთესო სამზარეულო?

ესპანური? იტალიური? იაპონური? ჰაჰაჰაჰა.

ქართული!!!!!

საუკეთესო მუსიკა?

ქართული!!!!

მართლა, არ ვიცი რატომაა ასე. ალბათ უფლისგან მოდის. თითქოს ასეთებად ვიბადებით. საქართველოში ყველაფერი საუკეთესოა.

მეც ასე ვამბობ.

ასე რომ, ჩემთვის… რა თქმა უნდა ხინკალი საუკეთესო კერძია და რა თქმა უნდა შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება. მე არ გამოვრიცხავ!

ახლა ჩემი აქ ყოფნა გამაოგნებელია. დიდი არ ვარ, ჯერ მხოლოდ 23 წლის ვარ, მაგრამ ბევრი ღელვა გამოვიარე – ცხოვრებაში, ფეხბურთში. სერიოზული რბოლა, ნამდვილი ამერიკული მთები, თუ რა ქვია იმ ატრაქციონს? Roller coaster. ასეთია ჩემი ცხოვრება.

მოგიყვები.

პატარა რომ ვიყავი, ზაფხულში, როდესაც სკოლა არ იყო, ყოველ დღე გავდიოდით გარეთ ფეხუბურთის სათამაშოდ. ბავშვები ბევრნი ვიყავით. პატარა ტურნირებს ვაწყობდით. ოთხი კორპუსი იყო და ცენტრში გვქონდა “სტადიონი„ ოღონდ ცემენტის. მოგვიანებით, ტორფი გვეღირსა, მაგრამ თავიდან ცემენტზე ვთამაშობდით. სულ ახლეჩილი გვქონდა ხოლმე მუხლები, დასისხლიანებული.

და ყველაზე მაგარი იცი რა იყო? ხალხი ფანჯრებიდან გვიყურებდა, ჩვენი გულშემატკივრები იყვნენ.

ქართველებს უყვართ სპორტი, მაგრამ ფეხბურთი მაინც განსაკუთრებულად. სულ ასე იყო. რა მატჩიც არ უნდა იყოს - მაინც უყურებენ. ამხანაგური იქნება, თუ გარეთ მოთამაშე ბავშვები - არ აქვს მნიშვნელობა, მაყურებელი ყოველთვის გყავს.

ხანდახან ღამე ვთამაშობდით, როცა წესით ბავშვებს სძინავთ. ვიწყებდით ხოლმე ჩხუბს და თამაშზე კამათს და ბავშვებს ვაღვიძებდით. მშობლები გვიბრაზდებოდნენ და ეს იყო ღამის თამაშების დასასრული. ნამეტანს ვხმაურობდით და დაგვასრულებინეს ჩვენი „ჩემპიონთა ლიგა“.

მე ძალიან არ ვყვიროდი, ძირითადად მშვიდად ვიყავი. პირველი არასოდეს ვიწყებდი ჩხუბს. ზოგჯერ ამბობდნენ ეს ბიჭი მორცხვიაო (ეხლაც ასე ამბობენ), მაგრამ არ ვარ მორცხვი, უბრალოდ ყველას პატივს ვცემ.

მაგრამ. მაგრამ!!!

ჩემს მეგობრებს ან ახლობლებს თუ ეხებიან, ვმხეცდები. მენტალიტეტია ასეთი, ხომ გესმის? მე პირველი არასოდეს ვიწყებ ჩხუბს, მაგრამ შემიძლია დავასრულო. განსაკუთრებით, მეგობარი თუ მყავს გასაჭირში და უნდა დავეხმარო.

დედაჩემი ვერ იტანდა ამ ჩემს ჩვევას. სულ მეუბნებოდა „რატომ ჩხუბობ? დაწყნარდი.“

მაგრამ, ჩემს სამშობლოში მეგობარს გასაჭირში არავინ დატოვებს.

თბილისის დინამოს აკადემიაში სიარულისას მეტი ფეხბურთი და ნაკლები ჩხუბი მქონდა. სწავლება ისეა გამართული, იცი რომ შეგიძლია კარგი ფეხბურთელი გამოხვიდე. შეხედე ჩვენს ეროვნულ ნაკრებს - თითქმის ყველა მოთამაშემ ამ აკადემიაში ისწავლა.

გააგრძელეთ კითხვა