"ტყუილად არაფერი ხდება… ეს დღე უნდა იყოს თქვენი გამარჯვების დღე" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი?
დღეს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის - დავით ყიფიანის დაბადების დღეა. ის 73 წლის გახდებოდა. სიმბოლურია, რომ საქართველოს პირველი, ისტორიული მატჩი ევროპის ჩემპიონატზე სწორედ დღეს, 18 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე შედგება, გერმანიაში, ქალაქ დორტმუნდში.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს:
"ტყუილად არაცერი ხდება…
ეს დღე უნდა იყოს თქვენი გამარჯვების დღე, ქართული ფეხბურთის გამარჯვების დღე, საქართველოს ერთობის და სიამაყის დღე!!!"