"ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში" - რას წერს კახი კალაძე საქართველო თურქეთის დაპირისპირებაზე?
დედაქალაქის მერი, კახი კალაძე საქართველოსა და თურქეთის საფეხბურთო დაპირისპირებას ეხმაურება:
"ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე; ვნახეთ მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება.მადლობა გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გატანილი პირველი გოლისთვის! მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს დღევანდელი დღისთვის! წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო მეტი შემართებით, მეტი მონდომებით წარსდგება.წარმატებები ეროვნულ ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას!" - წერს კალაძე.