ორი დიქტატორის შეხვედრა, ბუშტებისა და დროშების ფონზე: რა ხდება ცნობილი პუტინის ჩრდილოკორეულ ვიზიტზე?
ფხენიანის ქუჩებში რუსეთის პრეზიდენტს ათასობით ჩრდილოეთ კორეელი სკანდირებით დახვდა. "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, პუტინ", - ყვიროდნენ ისინი და რუსულ და ჩრდილოეთკორეულ დროშებს აფრიალებდნენ, ასევე, ეჭირათ ყვავილების თაიგულები, როდესაც ვლადიმერ პუტინი 24 წლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში პირველად ჩავიდა.
კიმ ჩენ ინსა და პუტინს მიღების ცერემონიაზე ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქის ცენტრში, კიმ ილ სუნგის მოედანზე დახვდნენ - ცხენოსან ჯარისკაცებს, სამხედრო პერსონალსა და ბავშვებს ორი ლიდერის დიდი პორტრეტების ფონზე ხელში ბუშტები ეჭირათ.

პუტინმა და კიმმა თავიანთი დელეგაციები წარადგინეს და მხარდამხარ იდგნენ, როდესაც რუსეთის სახელმწიფო ჰიმნი გაისმა, შემდეგ კი ორმა ავტოკრატმა ავტომობილით გაისეირნა და ხალხს ღიმილით და ხელის ქნევით ესალმებოდნენ. გააგრძელეთ კითხვა