დაკავებულია პირი, რომელიც სავალუტო ჯიხურში იარაღით შეიჭრა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს? - კვირის პალიტრა

დაკავებულია პირი, რომელიც სავალუტო ჯიხურში იარაღით შეიჭრა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ. ყა­ჩა­ღო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, მიმ­დი­ნა­რე წლის 17 ივ­ნისს, ბა­თუმ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ ჯი­ხურ­ში მყოფ მო­ლა­რე-ოპე­რა­ტორს ია­რა­ღის მუ­ქა­რით თან­ხა მოს­თხო­ვა, თუმ­ცა გან­ზრახ­ვა სის­რუ­ლე­ში ვერ მო­იყ­ვა­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ამ გ.მ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ყა­ჩა­ღო­ბას გუ­ლის­ხმობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.