"უცნობმა ქალმა დამირეკა და მითხრა, რომ..." - რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს დაკარგული პროფესორის მეუღლე
იხილეთ განახლებული ინფორმაცია ლინკზე - "კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ ვაკის პარკში შედის, შემდეგ კი 2 საათით დენი გაითიშა და კვალი იკარგება... დამირეკა ვიღაც ბიჭმა, წყნეთიდან" - რას წერს დაკარგულ პროფესორზე მეუღლე და რას ამბობენ შსს-ში?
მეორე დღეა, რაც თბილისში ილიაუნისა და საპატრიარქოს უნივერსიტეტის პროფესორს, გიორგი გახელაძეს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ ირმა მალაციძემ გაავრცელა.
სამძებრო საქმიანობაში სამართალდამცველებიც ჩაერთნენ, თუმცა აქამდე მის შესახებ ოჯახს არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
ირმა მაცალაძე ახალ ინფორმაციას ავრცელებს:
"უცნობმა ქალმა დამირეკა და მითხრა, რომ კიკვიძის პარკის გადასწვრივ დაინახა ძალიან მსგავსი გარეგნობის კაცი. დაბნეულად გამოიყურებოდაო. ახლა მივდივართ, იქნებ კამერები ვნახოთ. ვინმეს, მანდ ახლოს ვინც ხართ, ხომ არ შეგიმჩნევიათ. კინო საქართველოსთან გადავიდაო", - წერს მალაციძე.