მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მოქალაქე გადავარდა - ის კლინიკაში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მოქალაქე გადავარდა - ის კლინიკაში გადაიყვანეს

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, ამ დროისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა მთლიანად შეჩერებულია.

ადგილზე შესაბამისი სამსხურები არიან მობილიზებული.

მოქალაქე, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში გადავარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.­

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, მგზავრი სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

„ჯერჯერობით, უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“ - აცხადებენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.

ცნობისთვის, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ამ დროისთვის, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია.