"კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ ვაკის პარკში შედის, შემდეგ კი 2 საათით დენი გაითიშა და კვალი იკარგება... დამირეკა ვიღაც ბიჭმა, წყნეთიდან" - რას წერს დაკარგულ პროფესორზე მეუღლე და რას ამბობენ შსს-ში? - კვირის პალიტრა

"კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ ვაკის პარკში შედის, შემდეგ კი 2 საათით დენი გაითიშა და კვალი იკარგება... დამირეკა ვიღაც ბიჭმა, წყნეთიდან" - რას წერს დაკარგულ პროფესორზე მეუღლე და რას ამბობენ შსს-ში?

მე­სა­მე დღეა, რაც თბი­ლის­ში ილი­ა­უ­ნი­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძეს ეძე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მის­მა მე­უღ­ლემ ირმა მა­ლა­ცი­ძემ გა­ავ­რცე­ლა.

სამ­ძებ­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბიც ჩა­ერ­თნენ, თუმ­ცა აქამ­დე მის შე­სა­ხებ ოჯახს არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს. რო­გორც გა­ხე­ლა­ძის მე­უღ­ლე ამ­ბობს, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აპი­რებ­და წას­ვლას, მან­ქა­ნით გა­ჩე­რე­ბამ­დე ჩა­იყ­ვა­ნა, იქ და­ტო­ვა და მას შემ­დეგ არა­ფე­რი გა­უ­გია.

"ერთი თვის წინ გი­ორ­გი ძა­ლი­ან ცუ­დად იყო - გო­ნე­ბა და­კარ­გა, და­ე­ცა და ინ­სულ­ტის ნიშ­ნე­ბი ჰქონ­და, კლი­ნი­კა­ში იწვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­და­მა­ვა­ლი იშე­მია იყო, ერთი დღით მე­ტყვე­ლე­ბაც შე­ფერ­ხე­ბუ­ლი ჰქონ­და. მას მერე ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ, ვიმ­კურ­ნა­ლეთ, ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი. გი­ორ­გიმ მო­წე­ვას თავი და­ა­ნე­ბა, სას­მელ­საც წვეთს აღარ იღებ­და (ისე­დაც არ სვამ­და დი­დად), ანუ დი­ე­ტის რე­ჟიმ­ში იყო, ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი, რომ არ გა­დაღ­ლი­ლი­ყო... ახლა იმის მე­ში­ნია, მსგავ­სი ხომ არა მოხ­და რა, ამ სი­ცხე­ში რომ იარა, ინ­სულ­ტი ხომ არ გან­მე­ორ­და" - თქვა გუ­შინ მა­ლა­ცი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ჩვენ გა­ხე­ლა­ძის მე­უღ­ლეს დღე­საც და­ვუ­კავ­შირ­დით თუმ­ცა ამ­ბობს, რომ სი­ახ­ლე ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია.

"და­მი­რე­კა ვი­ღაც ბიჭ­მა, წყნე­თი­დან. ამ­ბობს რომ და­ი­ნა­ხა ადა­მი­ა­ნი ეკ­ლე­სი­ას­თან ახ­ლოს, "სა­ნა­მენ­ტე­თან". ძა­ლი­ან ჰგავს აღ­წე­რი­ლო­ბა. ვინ­მე ხომ არ ხართ წყნეთ­ში?" - ეს არის ბოლო ინ­ფორ­მა­ცია რა­საც და­კარ­გუ­ლი პრო­ფე­სო­რის მე­უღ­ლე ავ­რცე­ლებს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ში უთხრეს, "გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძის სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მე­ო­რე დღეა ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში დღეს დი­ლი­დან ჩა­ერ­თნენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მე­ხან­ძრე- მაშ­ვე­ლე­ბი შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კი­თა და დრო­ნე­ბით. ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია 143- ე მუხ­ლით."

"კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ ვაკის პარკში შედის, შემდეგ კი 2 საათით დენი გაითიშა და კვალი იკარგება. ახლა ჩვენი ახლობლები საბაგიროსთან შეიკრიბნენ და კუს ტბის მიმდებარედ ეძებენ," - ამბობს ირმა მალაციძე.