OceanGate-ის თანადამფუძნებელი ამტკიცებს, რომ შეუძლია 1000 ადამიანი ვენერაზე უსაფრთხოდ გაგზავნოს
კომპანია OceanGate-ის თანადამფუძნებელმა, გილერმო ზენლაინმა განაცხადა, რომ 2050 წლისთვის დაახლოებით 1000 ადამიანის გაგზავნას პლანეტა "ვენერაზე" შეძლებს.
გილერმო, რომემაც ასევე წყალქვეშა ნავი "ტიტანი" შექმნა და რომელმაც 1 წლის წინ ტიტანიკის“ მოსანახულებლად ჩასული 5 ადამიანი იმხვერპლა, ამტკიცებს, რომ მისი იდეა აუცილებლად განხორციელდება, თანაც უსაფრთხოდ და თანაც მინიმალური დანახარჯებით.ზენლაინმა კომპანია OceanGate 2009 წელს სტოკტონ რაშთან ერთად დააარსა, რომელიც "ტიტანიკის" ექსპედიციას ოთხ ადამიანთან ერთად ემსხვერპლა.
თავის მხრივ, ვენერა ერთ-ერთი ყველაზე არასტუმართმოყვარე პლანეტად ითვლება. ტყვიის დნობისთვის საკმარისად მაღალი ტემპერატურის პირობებში, ექსტრემალური წნევით და გოგირდმჟავას ღრუბლებით, ვენერა სიცოცხლისთვის ძალიან არასასიამოვნო ადგილია. მაგრამ აპრილში თავის ბლოგში ზენლაინი ამბობდა, რომ ვენერა ადამიანებისთვის საუკეთესო პერსპექტივას წარმოადგენს, ვიდრე მარსი, რომელიც ამჟამად "ნასასა" და ილონ მასკის SpaceX-ის ყურადღების ცენტრშია.
"რეალობა ასეთია, რომ ვენერა ყველაზე ახლოსაა დედამიწასთან და მას აქვს დედამიწისნაირი ორბიტა, რაც მას უფრო ხელმისაწვდომს ხდის, ვიდრე მარსს“ , - ამბობს ის. გააგრძელეთ კითხვა