"დაუჯერებელია, რომ ჰამბურგში, ბორანზე ამას ვუსმენთ" - ქართველებით გადავსებული ჰამბურგი და ქომაგების უდიდესი მობილიზება
ჰამბურგის ქუჩები ქართველი ქომაგებით არის გადავსებული. ეროვნული ნაკრების მატჩამდე საათებია დარჩენილი და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქომაგების სრული მობილიზებაა გერმანიის ქალაქში.
ჰამბურგის ქუჩებში ისმის საქართველოს ჰიმნი, შეძახილები საქართველოს ნაკრების გასამხნევებლად, ქართველი ახალგაზრდები ასრულებენ ეროვნულ ცეკვებს. ქომაგები მალე მსვლელობას დაიწყებენ. გერმანიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში ყველგან საქართველოს ხუთჯვრიანი დროშები ფრიალებს.
"დილიდან ვიწყებთ შემართებით, რომ შევქმნათ გამარჯვების დღე. ომახიანად მივემართებით სტადიონისკენ" - ამბობენ ჰამბურგში მყოფი ქართველები. გააგრძელეთ კითხვა