"ქართველები საოცრად თამაშობდნენ, მათ გამარჯვება ბოლო წუთებში დაკარგეს" - როგორ ეხმაურებიან უცხოელები საქართველოს ნაკრების თამაშს? - კვირის პალიტრა

"ქართველები საოცრად თამაშობდნენ, მათ გამარჯვება ბოლო წუთებში დაკარგეს" - როგორ ეხმაურებიან უცხოელები საქართველოს ნაკრების თამაშს?

დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული 1 ქულა მოიპოვა. საქართველო-ჩეხეთის მატჩი ფრე 1:1 დასრულდა. მთელი საქართველო გააერთიანა გიორგი მიქაუტაძის შესანიშნავმა პენალტმა. შეგახსენებთ, რომ თურქეთის ნაკრებთან შეხვედრისას, ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

ჩეხეთთან თამაშისას ქართველი ფეხბურთელები განსაკუთრებულად კარგად თამაშობდნენ, თუმცა აღსანიშნავია ჩვენი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავი თამაში, რომელმაც 11 "სეივი" გააკეთა. საქართველოს ნაკრების თამაშს UEFA EURO 2024-ის ფეისბუქ გვერდზე უცხოელები აფასებენ:

"ქართველები საოცრად თამაშობდნენ, მათ გამარჯვება მოლო წუთებში დაკარგეს"

"ეს იყო საუკეთესო თამაში, მეზობლებო"

"თურქეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ, ეს იყო ევროპის ჩემპიონატზე მეორე საუკეთესო მატჩი"

"საქართველოს მეკარე თამაშის საუკეთესო მოთამაშეა"

"საქართველო აუცილებლად მოიგებს შემდეგ მატჩს"

"მომწონს როგორი ემოციით თამაშობენ ქართველები" - წერენ უცხოელები საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის შემდეგ.

შეგახსენებთ, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლი მატ­ჩი თურ­ქეთ­თან გა­მარ­თა და 1:3 და­მარ­ცხდა. 26 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი გელ­ზენ­კირ­ხენ­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ის ეროვ­ნულ ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.