"იმდენი პირადი კითხვაა, რატომ? არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს…" - რას წერს ბუდუ ზივზივაძის მამა?
ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან მატჩში ბუდუ ზივზივაძეს ისევ არ მიეცა სათამაშო დრო, რაც გულშემატკივართა ნაწილში კითხვებს აჩენს.
ამის თაობაზე სოციალურ ქსელში წერს ბუდუს მამა კახა ზივზივაძე:
"იმდენი პირადი კითხვაა, რატომ? არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს… იმედია ფეხბურთის მცოდნეები იტყვიან.. წინ საქართველო!" - წერს კახა ზივზივაძე.
დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული 1 ქულა მოიპოვა. საქართველო-ჩეხეთის მატჩი ფრე 1:1 დასრულდა.