"ერთი ქულა ავიღეთ ბრძოლასა და თავგანწირვაში. ჩემი აზრით, ბოლოს შეგვეძლო მოგებაც, ამ მომენტზე გული მწყდება..." - გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი - კვირის პალიტრა

"ერთი ქულა ავიღეთ ბრძოლასა და თავგანწირვაში. ჩემი აზრით, ბოლოს შეგვეძლო მოგებაც, ამ მომენტზე გული მწყდება..." - გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი

სა­ქარ­თვე­ლო-ჩე­ხე­თის მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი და­სა­ხელ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ველ ტა­იმ­ში გი­ორ­გის ან­გა­რიშ­ზე 8 "სე­ი­ვია", მე­ო­რე­ში კი კი­დევ 3 და­ა­მა­ტა.

დიახ, "მა­მარ­დამ" ჩე­ხეთ­თან მატჩში 11 მო­გე­რი­ე­ბა შე­ას­რუ­ლა, რაც ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ევ­რო­პირ­ვე­ლო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

მატ­ჩის შემ­დეგ შეხ­ვედ­რის გმირ­მა გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა "პირ­ველ არხთან" კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა.

"რთუ­ლი თა­მა­ში გა­მო­ვი­და. სა­სი­ა­მოვ­ნო ერთი ქულა ავი­ღეთ ბრძო­ლა­სა და თავ­გან­წირ­ვა­ში. ჩემი აზ­რით, ბო­ლოს შეგ­ვეძ­ლო მო­გე­ბაც, ამ მო­მენტზე გული მწყდე­ბა, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თია და ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. შემ­დე­გი თა­მა­ში გვაქვს პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი გუნ­დია. ფეხ­ბურ­თია ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. ჩვენ ჩვენ თა­მაშს ვი­თა­მა­შებთ და ჩვენს გა­სა­კე­თე­ბელს გა­ვა­კე­თებთ. ამ ორ თა­მაშ­ში გა­მოჩ­ნდა ის ქარ­თუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა, რაც თი­თო­ე­ულ ქარ­თველს გვაქვს. პირ­ველ რიგ­ში ეს ხალ­ხი ვინც აქ მო­ვი­და, დაგ­ვეხ­მა­რა იმა­ში, რომ ეს ქარ­თუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა გა­მოგ­ვემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა. მად­ლო­ბა მათ, რომ ამ­ხე­ლა გზა­ზე ჩა­მო­ვიდ­ნენ, სა­ქარ­თვე­ლო­დან-გერ­მა­ნი­ა­ში და მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რეს. მარ­თლა სა­ო­ცა­რი ატ­მოს­ფე­რო შექ­მნეს ორი­ვე თა­მაშ­ზე. ისი­ნი რომ არა, ჩვენ ასეთ დო­ნე­ზე ვერ ვი­თა­მა­შებ­დით. გააგრძელეთ კითხვა