"პენალი, პენალიიი...მიდი მიქაუტაძე..." - ვინ არის ბიჭუნა, რომელიც ქართველ ფეხბურთელებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობს - კვირის პალიტრა

"პენალი, პენალიიი...მიდი მიქაუტაძე..." - ვინ არის ბიჭუნა, რომელიც ქართველ ფეხბურთელებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. ჩვენი ფეხბურთელების ანგარზეა მარცხი თურქებთან და ფრე, 1:1 ჩეხეთის ნაკრებთან. მომავალ შეხვედრას დორტმუნდის სტადიონზე გავმართავთ პორტუგალიის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძალიან ძლიერია, ოპტიმიზმს არ ვკარგავთ და იმედს ვიტოვებთ, რომ ჯგუფიდან გავალთ.

საქართველოს ფეხბურთელებს მთელი ქვეყანა გულშემატკივრობს, ჩვენი სპორტსმენების მონდომებამ მსოფლიო აალაპარაკა. ქომაგების ყიჟინა სოციალურ ქსელში არ წყდება, მათ შორისაა პატარა ბიჭუნა დავით ბაქრაძე, რომელიც ნაკრების ყველა თამაშს უყურებს და მისი ემოციების ამსახველი ვიდეოები ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელში.

"ცნობს "კვარას", ბუდუს, მამარდაშვილს და იცის მათი პოზიციები" - ვინ არის 2 წლის ბიჭუნა, რომლის ვიდეოებმაც ინტერნეტსივრცე მოიცვა