რუსები გამწარდნენ - სევასტოპოლის დაბომბვის გამო ლავროვის უწყებაში ამერიკის ელჩი დაიბარეს - კვირის პალიტრა

რუსები გამწარდნენ - სევასტოპოლის დაბომბვის გამო ლავროვის უწყებაში ამერიკის ელჩი დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ამერიკული რაკეტებით სევასტოპოლის დაბომბვის გამო, აშშ-ის ელჩი, ლინ ტრეისი უწყებაში დაიბარეს.

„მის მიმართ განხორციელდა დემარში ვაშინგტონის მიერ დაფინანსებული და შეიარაღებული კიევის რეჟიმის ახალ სისხლიან დანაშაულთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ელჩს განუცხადეს, რომ ასეთი ნაბიჯები დაუსჯელი არ დარჩება და საპასუხო ზომები მოჰყვება.

შეგახსენებთ, რუსული მხარე უკრაინას ATACMS-ის რაკეტებით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის დაბომბვაში ადანაშაულებს. საოკუპაციო ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, დაიღუპა და 150-ზე მეტი დაშავდა.

"ინტერპრესნიუსი"