"ბიბლუსი ჯგუფი“ ამერიკული საბავშვო ტანსაცმლის ბრენდების Carter's & Oshkosh B’Gosh ოფიციალური წარმომადგენელი გახდა - კვირის პალიტრა

"ბიბლუსი ჯგუფი“ ამერიკული საბავშვო ტანსაცმლის ბრენდების Carter's & Oshkosh B’Gosh ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

„ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის“ პორ­ტფელს სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დე­ბი - Carter’s & Oshkosh B’Gosh შე­ე­მა­ტა. Carter's-ი მსოფ­ლი­ო­ში ბავ­შვთა ტან­საც­მლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი და წამ­ყვა­ნი ბრენ­დია, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­თა და დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნით არის ცნო­ბი­ლი. ბრენ­დე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია კომ­პა­ნი­ის 1000-ზე მეტ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, კა­ნა­და­სა და მექ­სი­კა­ში.

ბრენ­დი უკვე წლე­ბია, დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, სა­დაც უკვე წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

Carter's-ის პრო­დუქ­ცია მშობ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად შე­ი­ძი­ნონ უსაფრ­თხო, კომ­ფორ­ტუ­ლი და ელე­გან­ტუ­რი სა­მო­სი.

„ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია Carter's & Oshkosh B’Gosh-ის ბრენ­დე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად წარ­დგე­ნა“, - გა­ნა­ცხა­და „ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი გაგ­ნი­ძემ, - „ვა­მა­ყობთ, რომ შეგ­ვიძ­ლია ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებს შევ­თა­ვა­ზოთ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის პრო­დუქ­ცია და მშობ­ლებს მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო ტან­საც­მე­ლი შე­ი­ძი­ნონ. Carter's & Oshkosh B’Gosh-ის შე­მო­ერ­თე­ბით, „ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის“ პორ­ტფე­ლი უფრო მე­ტად დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გახ­და, რაც კომ­პა­ნი­ის მდგრა­დო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია“, - აღ­ნიშ­ნა მან.

Carter’s & Oshkosh B’Gosh-ის „ბიბ­ლუ­სი ჯგუფ­თან“ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შე­ა­ფა­სა Carter’s INC-ის გა­ყიდ­ვე­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ენ­დრიუ ნა­იტ­მაც:

მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა „ბიბ­ლუ­სი ჯგუფ­თან“ წარ­მა­ტე­ბით შედ­გა და მო­მა­ვალ­ში ერ­თობ­ლი­ვად გან­ვაგ­რძობთ Carter’s & Oshkosh ბრენ­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი პარტნი­ო­რო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, ბავ­შვთა სა­უ­კე­თე­სო სა­მო­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ოჯა­ხის­თვის იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი“, - აღ­ნიშ­ნა ენ­დრიუ ნა­იტ­მა.

Carter’s-ის პრო­დუქ­ცია უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მის ცნო­ბილ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში: გა­ლე­რია თბი­ლი­სი, სითი მოლი სა­ბურ­თა­ლო, სითი მოლი გლ­და­ნი და ბა­თუ­მის გრანდ მოლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წლის ბო­ლომ­დე „ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის“ მე­ნე­ჯმენ­ტის ქვეშ გა­იხ­სნე­ბა კი­დევ 4 მა­ღა­ზია, რომ­ლე­ბიც მომ­ხმა­რე­ბელს Carter’s-ის პრო­დუქ­ცი­ის უფრო ფარ­თო ასორ­ტი­მენტს შეს­თა­ვა­ზე­ბენ.

„ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფი“ ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­ცა­ლო რი­თე­ი­ლე­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის - „ბიბ­ლუ­სის“ გარ­და, ის აერ­თი­ა­ნებს შემ­დეგ კომ­პა­ნი­ებს: სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი - „პე­პე­ლა“ და XS TOYS, კა­ფე­ე­ბის ქსე­ლი - „წიგ­ნის კაფე ბიბ­ლუ­სი“ და ახლა უკვე ბავ­შვთა ტან­საც­მლის ბრენ­დე­ბი Carter’s & Oshkosh B’Gosh.

დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში 130-ზე სა­ვაჭ­რო ობი­ექტს ფლობს.

R