"განქორწინებას ყოველთვის მოვასწრებ, ახლა კი შვებულების დროაო" - სად ისვენებს ჯეილო ბენის გარეშე?
ჯენიფერ ლოპესი ქმრისგან ძალიან შორს, ამალფის სანაპიროზე დააფიქსირეს, სადაც განცხრომაში ატარებს დროს და ქმრის არყოფნით გამოწვეული სევდა ნამდვილად არ ეტყობა.
"განქორწინებას ყოველთვის მოვასწრებ, ახლა კი შვებულების დროაო" - ასე გადაწყვიტა ჯენიფერ ლოპესმა და ამერიკიდან იტალიაში ბილეთები დაჯავშნა. გვერდს მას მას არა საყვარელი ქმარი, არამედ თანაშემწეების ჯგუფი უმშვენებდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეებში ყველა ვარსკვლავური ქორწინების კრიზისზე საუბრობს. წყვილი დიდი ხანია ერთად არ ცხოვრობს. ოჯახთან დაახლოებული წყაროები აცხადებენ, რომ ეს განსხვავებული სამუშაო გრაფიკის გამო ხდება. თუმცა, უფრო ახლოს მყოფი ინსაიდერები ამტკიცებენ: ჯენიფერმა ყველაფერი გააკეთა ბენთან ურთიერთობის გადასარჩენად, მაგრამ რაც მეტს ცდილობს, საქმე უარესად მიდისო.
PageSix წერს, რომ ჯეი ლო კურორტ პოზიტანოში - კლდის პირა სასტუმროში დააფიქსირეს, ხმელთაშუა ზღვის განსაცვიფრებელ ხედებს შორის. მსუბუქი საუზმის შემდეგ მომღერალი იახტით გაემგზავრა. პაპარაცებმა ვარსკვლავის გადაღება მაშინ მოასწრეს, როდესაც ის ყვითელ ტოპსა და შორტში ირუჯებოდა. საოცარია, რომ სანაპიროზე დასასვენებლადაც კი ჯენიფერი ქუსლიან ფეხსაცმელს ირჩევს.
წყაროებმა, რომლებმაც ვარსკვლავი პირადად ნახეს, აღნიშნეს, რომ ის შესანიშნავ განწყობაზე იყო და მონატრების ტანჯვა ნამდვილად არ ეტყობოდა.