"არაერთხელ მომისმენია, რომ მე „ჰამასი“ არასდროს გამიკრიტიკებია - „ჰამასი“ 102-ჯერ დავგმე" - გაეროს გენმდივანი - კვირის პალიტრა

"არაერთხელ მომისმენია, რომ მე „ჰამასი“ არასდროს გამიკრიტიკებია - „ჰამასი“ 102-ჯერ დავგმე" - გაეროს გენმდივანი

„ჰამასი“ 102 - ჯერ დავგმე, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იორკში, მედიის კეთილსინდისიერების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ჩემს შესახებ დეზინფორმაციის ერთ მაგალითს მოგიყვანთ. არაერთხელ მომისმენია, რომ მე „ჰამასი“ არასდროს გამიკრიტიკებია, რომ მე „ჰამასი“ არ დავგმე და მხარს ვუჭერ“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მან სტატისტიკის მომზადება ითხოვა.

„სტატისტიკის მომზადება ვითხოვე. მე „ჰამასი“ 102-ჯერ დავგმე, მათ შორის 51-ჯერ ოფიციალურ გამოსვლებში, დანარჩენი სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე. ასე რომ, მინდა ვთქვა, რომ საბოლოოდ, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს“, - აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

"ინტერპრესნიუსი"