"საბრძოლო განწყობაზეა, თავის შანსს ელოდება, რომ გამოადგეს ნაკრებს" - რა ამბობს ბუდუ ზივზივაძის მამა შვილსა და ინტერნეტვარსკვლავად ქცეულ შვილიშვილზე? - კვირის პალიტრა

"საბრძოლო განწყობაზეა, თავის შანსს ელოდება, რომ გამოადგეს ნაკრებს" - რა ამბობს ბუდუ ზივზივაძის მამა შვილსა და ინტერნეტვარსკვლავად ქცეულ შვილიშვილზე?

26 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­რი­გი მატ­ჩის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

ამო­ცა­ნა მარ­ტი­ვი არ არის, ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი, პორ­ტუ­გა­ლია უნდა და­ა­მარ­ცხოს.

გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მო­ლო­დი­ნი დი­დია. სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ობს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რაც ფა­ნე­ბის­თვის უკვე გა­მარ­ჯვე­ბის ფა­სია. "ჯვა­როს­ნებ­მა“ სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ გერ­მა­ნი­ა­ში ფა­ნე­ბის არ­მია ამ დრომ­დე რჩე­ბა, ნა­წი­ლი კი 26 ივ­ნისს შე­უ­ერ­თდე­ბა.

ამ დღე­ებ­ში ხში­რად ვკი­თხუ­ლობთ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა უკ­მა­ყო­ფი­ლო პოს­ტებს, რომ­ლე­ბიც ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის, ვილი სა­ნი­ო­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არი­ან. ისი­ნი გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი არი­ან იმით, რომ ნაკ­რე­ბის ფა­ვო­რი­ტი ფეხ­ბურ­თე­ლი ბუდუ ზივ­ზი­ვაძე მო­ე­დან­ზე არ ჩანს და სა­თა­და­რი­გო სკამ­ზეა.

ბევ­რი მათ­გა­ნი ამას ბუ­დუს ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უს მი­ა­წერს და მწვრთნელს ფეხ­ბურ­თე­ლის ხე­ლოვ­ნუ­რად დაბ­ლოკ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის ინ­ტერ­ვიუ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან აღე­ბუ­ლია.

ფეხ­ბურ­თე­ლის მამა, კახა ზივ­ზი­ვა­ძე ოჯახ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა. სწო­რედ იქ და­ვუ­კავ­შირ­დით ბა­ტონ კა­ხას და მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­მა­შამ­დე ერთი დღით ადრე რამ­დე­ნი­მე კი­თხვა და­ვუს­ვით.

- ბა­ტო­ნო კახა, ბუ­დუს გა­მოყ­ვა­ნას მო­ე­დან­ზე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ელო­დე­ბა. რო­გორ შე­ა­ფა­სებთ, მწვრთნე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- ბუდუ მზა­დაა და ყო­ველ თა­მაშ­ზე ელო­დე­ბა, რომ გა­მო­ი­ყე­ნებს სა­ნი­ო­ლი. რა გი­თხრათ, ვერ ჩას­ვა ალ­ბათ და­გეგ­მილ და წარ­მოდ­გე­ნილ თა­მა­შის სქე­მა­ში.

- რო­გორ გან­წყო­ბა­ზეა ახლა, თუ ახერ­ხებთ მას­თან სა­უ­ბარს?

- ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი კო­მუ­ნი­კა­ცია გვაქვს. არ ვუშ­ლით ხელს. საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა­ზეა, თა­ვის შანს ელო­დე­ბა, რომ გა­მოად­გეს ნაკ­რებს,

- თქვე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი შაი, ინ­ტერ­ნეტ­ვარ­სკვლა­ვად იქცა. მა­მის თა­მაშს თუ ადევ­ნებს თვალს?

- შაი ძა­ლი­ან ჩარ­თუ­ლია, იმ სა­ში­ნელ წვი­მა­შიც კი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა და ელო­და მა­მის გა­მოს­ვლას მო­ე­დან­ზე. მამა ძა­ლი­ან მო­ე­ნატ­რა. ჩე­ხეთ­თან თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა და ჩა­ე­ხუ­ტა კი­დეც.

გააგრძელეთ კითხვა