პოლონეთში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა -  უცხოეთის კიდევ რომელ ქალაქებში იგეგმება სამკითხველოების გახსნა? - კვირის პალიტრა

პოლონეთში პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა -  უცხოეთის კიდევ რომელ ქალაქებში იგეგმება სამკითხველოების გახსნა?

რო­გორც ცნო­ბი­ლია, "წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის" ეგი­დით, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით იგეგ­მე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­კი­თხვე­ლო­ე­ბის გახ­სნა. ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში დღეს პირ­ვე­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა უკვე გა­იხ­სნა პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ ვროც­ლავ­ში. ამის თა­ო­ბა­ზე "ბიბ­ლუ­სის" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დი­რექ­ტო­რი, მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

screenshot-2024-06-25-160024-1719316858.png

"დღეს პო­ლო­ნეთ­ში, ქა­ლაქ ვროც­ლავ­ში, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­იხ­სნა.

პრო­ექ­ტი "წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ" ასო­ცი­ა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს­თან" ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

დიდი მად­ლო­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს პო­ლო­ნეთ­ში - გი­ორ­გი გე­თი­ას და სო­ფი­კო ჯან­ჯღა­ვას.

დიდი მად­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პა­ტიო კონ­სულს ქა­ლაქ ვროც­ლავ­ში ვო­ი­ჩეხ ვრო­ბელს", - ვკი­თხუ­ლობთ კე­კე­ლი­ძის პოს­ტში.

screenshot-2024-06-25-160013-1719316857.png

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით ა.წ. ზა­ფხუ­ლი-შე­მოდ­გო­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­კი­თხვე­ლო­ე­ბი კი­დევ შემ­დეგ ქა­ლა­ქებ­ში გა­იხ­სნე­ბა:

სტამ­ბო­ლი (თურ­ქე­თი);

ათე­ნი (სა­ბერ­ძნე­თი);

ერე­ვა­ნი (სომ­ხე­თი);

ბრი­უ­სე­ლი, ლი­ე­ჟი (ბელ­გია);

კელ­ნი, კარლსრუე (გერ­მა­ნია);

ამ­სტერ­და­მი (ჰო­ლან­დია).

screenshot-2024-06-25-160002-1719316856.png

შე­გახ­სე­ნებთ, 2024 წლის იან­ვარ­ში "ბიბ­ლუს­მა" და გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ ერ­თობ­ლი­ვად და­ა­ფუძ­ნეს "წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა". სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქარ­თუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი­სა და სოფ­ლე­ბის სკო­ლე­ბი­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის წიგ­ნე­ბი­თა და კომ­პი­უ­ტე­რე­ბით მო­მა­რა­გე­ბას, ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რეთ ქარ­თუ­ლი წიგ­ნის კუ­თხე­ე­ბის მო­წყო­ბას, ლექ­ცია-სე­მი­ნა­რებს და სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.