რუსი ჟურნალისტის სულელური კითხვა და ხვიჩა კვარაცხელიას ღირსეული პასუხი - რა მოხდა პრესკონფერენციაზე - კვირის პალიტრა

რუსი ჟურნალისტის სულელური კითხვა და ხვიჩა კვარაცხელიას ღირსეული პასუხი - რა მოხდა პრესკონფერენციაზე

26 ივ­ნისს, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის ბოლო ტურ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი პორ­ტუ­გა­ლი­ას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მო­მა­ვა­ლი მატ­ჩის წინ ჩა­ტა­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კო­მენ­ტა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­რე­მარბმა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­ა­კე­თა:

"ბევ­რი ფიქ­რობ­და, რომ თით­ქოს აქ ყოფ­ნას არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დით, თით­ქოს გაგ­ვი­მარ­თლა, თუმ­ცა გან­ვლი­ლი ორი თა­მა­შით ვაჩ­ვე­ნეთ რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ყოფ­ნას ვიმ­სა­ხუ­რებთ. ჯერ კი­დევ გვაქვს შან­სი და­ვამ­ტკი­ცოთ, რომ აქ ტუ­რის­ტე­ბად არ ჩა­მოვ­სულ­ვართ და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის დაძ­ლე­ვა შეგ­ვიძ­ლია" - თქვა "კვა­რამ".

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იყო ერთი სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტიც, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტმა კვა­რა­ცხე­ლი­ას რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბა­ზე და­უს­ვა კი­თხვა. ამ ეპი­ზოდს GEO TEAM ავ­რცე­ლებს:

ჟურ­ნა­ლის­ტი: ევრო 2024-ის წინ თქვენ მი­ე­ცით ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც გა­იხ­სე­ნეთ, რო­გორ ცხოვ­რობ­დით ლო­კო­მო­ტი­ვის ბა­ზა­ზე. ეს სი­ტყვე­ბი რუ­სეთ­ში გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და. ის ბა­ზე­ბი გირ­ჩევ­ნი­ათ, სა­დაც ახლა ვარ­ჯი­შობთ გერ­მა­ნი­ა­ში, თუ ის, სა­დაც რუ­სეთ­ში ცხოვ­რობ­დით?

ხვი­ჩა: ინ­გლი­სუ­რად ვუ­პა­სუ­ხო თუ ქარ­თუ­ლად?

ამ მო­მენ­ტში სფფ-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რი უე­ფას პრეს­სამ­სა­ხურს უყუ­რებს უკ­მა­ყო­ფი­ლო სა­ხით.

ხვი­ჩა: ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. აქ პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან მატჩზე სა­სა­უბ­როდ ვარ.

უე­ფას პრეს­სამ­სა­ხუ­რი: გთხოვთ, კი­თხვე­ბი და­ის­ვას მხო­ლოდ ხვა­ლინ­დელ მატჩთან და­კავ­ში­რე­ბით.