რუსი ჟურნალისტის სულელური კითხვა და ხვიჩა კვარაცხელიას ღირსეული პასუხი - რა მოხდა პრესკონფერენციაზე
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა:
"ბევრი ფიქრობდა, რომ თითქოს აქ ყოფნას არ ვიმსახურებდით, თითქოს გაგვიმართლა, თუმცა განვლილი ორი თამაშით ვაჩვენეთ რომ ევროპის ჩემპიონატზე ყოფნას ვიმსახურებთ. ჯერ კიდევ გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ აქ ტურისტებად არ ჩამოვსულვართ და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევა შეგვიძლია" - თქვა "კვარამ".
პრესკონფერენციაზე იყო ერთი საინტერესო მომენტიც, როდესაც ჟურნალისტმა კვარაცხელიას რუსეთში ცხოვრებაზე დაუსვა კითხვა. ამ ეპიზოდს GEO TEAM ავრცელებს:
ჟურნალისტი: ევრო 2024-ის წინ თქვენ მიეცით ინტერვიუ, სადაც გაიხსენეთ, როგორ ცხოვრობდით ლოკომოტივის ბაზაზე. ეს სიტყვები რუსეთში განხილვის საგანი გახდა. ის ბაზები გირჩევნიათ, სადაც ახლა ვარჯიშობთ გერმანიაში, თუ ის, სადაც რუსეთში ცხოვრობდით?
ხვიჩა: ინგლისურად ვუპასუხო თუ ქართულად?
ამ მომენტში სფფ-ს პრესსამსახური უეფას პრესსამსახურს უყურებს უკმაყოფილო სახით.
ხვიჩა: ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ. აქ პორტუგალიასთან მატჩზე სასაუბროდ ვარ.
უეფას პრესსამსახური: გთხოვთ, კითხვები დაისვას მხოლოდ ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით.