"ზუსტად ეს “ცისფერი მთები, ანუ ტიანშანის” თამაშებია, რაც აბნევს ამომრჩეველს" - რას აცხადებს გია ხუხაშვილი ოპოზიციაზე
ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის მიერ ერთიანობის დეკლარაციის შემუშავებასა და ხელმოწერას.
"ჩემთვის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა, როდესაც უკვე არსებობს ქართული ქარტია, იგივე, შეიძლება ითქვას უფრო ფართო, მასშტაბური სახელმწიფოებრივი სულისკვეთებით და რომელზეც იგივე პარტიებს აქვთ ხელი მოწერილი.ზუსტად ეს “ცისფერი მთები, ანუ ტიანშანის” თამაშებია, რაც აბნევს ამომრჩეველს და მის ნიჰილიზმს კიდევ უფრო აღრმავებს", - წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.