"ძალიან თავმდაბალი იყო და ახლაც ასეა... ეზოში ბავშვებთან თამაშობდა ფეხბურთს, რა დროსაც მეზობელმა შეამჩნია და გვითხრა..." - როგორ იხსენებს გიორგი ჩაკვეტაძის დედა ფეხბურთში შვილის პირველ ნაბიჯებს - კვირის პალიტრა

"ძალიან თავმდაბალი იყო და ახლაც ასეა... ეზოში ბავშვებთან თამაშობდა ფეხბურთს, რა დროსაც მეზობელმა შეამჩნია და გვითხრა..." - როგორ იხსენებს გიორგი ჩაკვეტაძის დედა ფეხბურთში შვილის პირველ ნაბიჯებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევ ნახევარ მცველს, გიორგი ჩაკვტაძეს უამრავი გულშემატკივარი ჰყვას და მისგან ყოველთვის საუკეთო თამაშს ელიან ქართველი ფეხბურთის ქომაგები.

ბევრმა შესაძლოა, არც იცის, როგორ და როდის გადაწყვიტა გიორგიმ, თავისი მომავალი ფეხბურთისთვის დაეკავშირებინა.

თუ რა გზა გაიარა მან ბავშვობიდან წარმატებულ კარიერამდე, ამის შესახებ Sportall.ge-ს გიორგი ჩაკვეტაძის დედა, მთვარისა რუხაძე ესაუბრა:

- რა ასაკიდან და ვისი გადაწყვეტილებით დაიწყო ფეხბურთზე სიარული გიორგიმ?

- ეზოში ბავშვებთან თამაშობდა ფეხბურთს, რა დროსაც მეზობელმა შეამჩნია და გვითხრა, რომ სპორტის ამ სახეობაზე შეგვეყვანა. ჩვენც დავუჯერეთ და 6 წლის ასაკში გიომ ვარჯიში "ნორჩ დინამოში" დაიწყო. იმ მეზობელთან დღესაც კარგი ურთიერთობა გვაქვს და ძალიან უხარია ჩვენი ბიჭის წარმატება.

- სკოლაში როგორ სწავლობდა, როგორი ბავშვი იყო?

- კარგი მოსწავლე იყო. განსაკუთრებულად უყვარდა მათემატიკა, თუმცა საბოლოოდ უპირატესობა ფეხბურთს მიანიჭა. ძალიან თავმდაბალი იყო და ახლაც ასეა. საკუთარ თავზე საუბარს ერიდება. ჟურნალისტებთანაც კი არ აკეთებს კომენტარს.

- ხომ არ ჰქონდა მცდელობა, სხვა პროფესიაშიც ეცადა ბედი?

- იმდენად კარგ საფეხბურთო მონაცემებს ფლობს, ამის მცდელობა ნამდვილად არ ჰქონია. ძალიან დიდ დროს უთმობდა ვარჯიშს და ძალიან ბევრს შრომობდა იმისათვის, რომ წარმატებული ყოფილიყო ამ სფეროში. იხილეთ სრულად