ორსული ლელა კილაძის სახალისო ვიდეო "ინსტაგრამზე"
ლელა კილაძე მეხუთე შვილს ელოდება.
ლელა კილაძეს ოთხი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს. ქალი პირველად მაშინ გახდა პოპულარული, როდესაც თბილისის მერზე, გიგი უგულავაზე იქორწინა. ლელასთვის ეს მესამე ქორწინება იყო. უგულავას დაპატიმრებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ ლელა მასაც დაშორდა და გუკა რჩეულიშვილზე იქორწინა.
წყვილს საერთო ქალიშვილი თრინითი შეეძინათ, თუმცა მოგვიანებით გუკა რჩეულიშვილს ოჯახური ძალადობის ფაქტზე უჩივლა და კინოპროდიუსერი დააკავეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გუკამ ლელას საჯარო მადლობა გადაუხადა და წყვილი შერიგდა, თუმცა რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ.
ლელა ახალ შეყვარებულთან, ლიზა ბაგრატიონის ყოფილ ქმართან, გიორგი ცაგარელთან ერთად გამოჩნდა და წელიწადზე მეტია, რაც ერთად არიან.
მართალია, ცაგარელსა და კილაძეს ოფიციალურად არ უქორწინიათ, თუმცა როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ისინი საერთო შვილს ელოდებიან.