"ეს არ არის ზღაპარი, ეს საოცარი გამარჯვებაა" - როგორ ეხმაურებიან უცხოელები საქართველოს ნაკრების თამაშს? - კვირის პალიტრა

"ეს არ არის ზღაპარი, ეს საოცარი გამარჯვებაა" - როგორ ეხმაურებიან უცხოელები საქართველოს ნაკრების თამაშს?

ისტორია დაიწერა! საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უდიდეს წარმატებას მიაღწია! ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალიის ნაკრებს 2:0 მოუგო! ეს გამარჯვება ალბათ ყველა ქართველს ემახსოვრება. სიხარული, რომელიც საქართველოს ნაკრებმა მთელს ერს მიანიჭა ენით აღუწერელია!

მერვედფინალში საქართველო ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

449284692-1016628546496207-2236201409582811174-n-1719435091.jpg

2013 წელს, როცა ჯერ კიდევ პატარა ფეხბურთელები თბილისში ჩამოსულ კრიშტიანუ რონალდუსთან ფოტოს გადაღებაზე ოცნებობდნენ, დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების და მთელი საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე შეხვდნენ და დაამარცხეს კიდეც!

ოცნებები ხდება!

449381183-1016687076490354-5506054897191429341-n-1719435091.jpg

"კვარას" საუცხოო გოლმა, გიორგი მიქაუტაძის პენალტმა, "მამარდას", ჩაკვეტაძის, გველესიანის და საერთოდ, ყველა ფეხბურთელის საუცხოო თამაშმა, საბოლოოდ, გამარჯვება მოგვიტანა!

ქართელი ფეხბურთელების თამაშით გაოცებულია მთელი მსოფლიო:

"კრიშტიანო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა შემდეგი 7 ნომერი კვარაა!"

"ძველი ლეგენდა ახალ ლეგენდას შეხვდა" - წერენ კვარაცხელიასა და რონალდუს ფოტოზე.

"გილოცავთ, ეს არ არის ზღაპარი, ეს საოცარი გამარჯვებაა"

"საქართელოს მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჰყავს, "კვარადონა" და მამარდაშვილი საუკეთესოა, გელოდებით ესპანეთში"

"ფეხბურთი უცნაური და დაუჯერებელია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, გილოცავთ საქართველო"