რა უთხრა რონალდომ ხვიჩა კვარაცხელია - "თამაშის წინ რონალდო მოვიდა და..."
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 მოუგო და პლეი-ოფში გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პირველი გოლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს:
"ეს იყო გუნდური გამარჯვება. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ უკვე ხვალიდან მომდევნო მატჩზე ვიფიქრებთ.
რონალდოს მაისური გამოვართვი... დღეს ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ! ყველამ ერთმანეთს შემოვუძახეთ და დავამტკიცეთ, ყველაფერი შეგვიძლია!
არავისზე და არცერთზე ნაკლები არ ვართ. ყველა იმსახურებდა ამ ბედნიერებას, ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
თამაშის წინ რონალდო მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია. ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაციის მიმცემია. დღეს მეც ძალიან დიდი მუხტი მომცა..."