ქართული ტრიუმფის ფრანგი ავტორი - ვილი სანიოლი: ჩხუბი ზიდანთან, დადანაშაულება რასიზმში და მოკრძალებული პირადი ცხოვრება - კვირის პალიტრა

ქართული ტრიუმფის ფრანგი ავტორი - ვილი სანიოლი: ჩხუბი ზიდანთან, დადანაშაულება რასიზმში და მოკრძალებული პირადი ცხოვრება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 ივნისს ისტორიაში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 ა დაამარცხა. ამ უდიდეს გამარჯვებამდე ეროვნულმა ნაკრებმა ქართველების გული ჯერ კიდევ მაშინ გაახარეს, როცა ევროპის ჩემპიონატზე მოხვდნენ. სიხარული, რომელიც საქართველოს ფეხბურთელებმა მიანიჭეს, ენით აღუწერელია.

ეროვნულმა ნაკრებმა ამ უდიდეს წარმატებას ფრანგი მწვრთნელის ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით მიაღწია.

449161860-451416127648404-3833927902350075614-n-1719487169.jpg

ვილი სანიოლი საფრანგეთში, სენტ-ეტიენში 1977 წლის 18 მარტს დაიბადა. მომავალი ვარსკვლავის მამას ძალიან უყვარდა ფეხბურთი და ვაჟს ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელის ვილი ვან დე კერკჰოფის პატივსაცემად - ვილი დაარქვა. ბიჭუნა ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა სენტ-ეტიენის კლუბის აკადემიამ ფეხბურთელთა მიღება გამოაცხადა, მამამ ვაჟი დაარწმუნა ვარჯიშზე წასულიყო და ასე, საოცრად მშრომელი და მორიდებული ვილი „სენტ-ეტიენის“ წევრი გახდა.

236303-24641848-2560-1440-1719487110.jpg

სანიოლის დებიუტი 1996 წელს „ლიონთან“ თამაშისას შედგა. სულ მალე მონდომებული ფეხბურთელი „მონაკოში“ გადავიდა. კლუბმა ფეხბურთელთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწია - საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, სწორედ ეს არის სანიოლის პირველი დიდი წარმატება.

აღსანიშნავია, რომ წარმატებისა და მედიის ყურადღების მიუხედავად, ის ხიბლში არასდროს ჩავარდნილა და თავდაუზოგადავ შრომობდა, არც ტაბლოიდების განხილვის თემა გამხდარა.

სანიოლის კარიერაში ძალიან მნიშვნელოვარი როლი ითამაშა მიუნხენის „ბაიერნში“ ტრანსფერმა. გერმანიაში ის მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად თამაშობდა.

d172qyaxcamfzu2-1719487110.jpg

წარმატებული ფეხბურთელი 2000 წელს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ გამოიძახეს. როგორც უცხოური მედია წერდა, სანიოლისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წაგება გახდა. ამბობდნენ, რომ ვილი და ზინედინ ზიდანი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენ. ამბობდნენ, რომ ეს ამბავი ზიდანის ცნობილ საქციელს უკავშირდება, როცა მან მსოფლიო ჩემპპიონატის ფინალში იტალიელ ფეხბირთელ მარკო მატერაცის მკერდში თავი ჩაარტა. ზიდანი გააძევეს. საფრანგეთმა ფინალი წააგო. წაგებას მოედანზე ზიდანის არყოფნას უკავშირებდნენ.

ამ თემაზე იმ პერიოდში სანიოლმა რადიო Montecarlo-სთან ისაუბრა:

„თამაშის შემდეგ გასახდელში ზიდანმა მომიბოდიშა. მაგრამ მე არ მივიღე მისი ბოდიში, არ მსურდა მასთან საუბარი, მაშინ არ იყო ამის დრო, ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო...

ამის შემდეგ 2 წელი ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით. თუმცა 2008 წელს, როცა დავქორწინდი, ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ის მოგვეწვია. დავურეკე, მოვიპატიჟე და სასიამოვნო საუბარიც შედგა“, - იხსენებდა ვილი სანიოლი ზიდანთან კონფლიქტს.

screenshot-2024-06-27-143615-1719487212.png

დიდი წარმატების მიუხედავად, სანიოლმა კარიერა ადრე, 31 წლის ასაკში მარცხენა ფეხის ტრავმის გამო დაასრულა.

სანიოლის სამწვრთნელო კარიერა 2011 წლიდან იწყება. ის საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იყო, შემდეგ კი „ბორდოს“ ხელნძღვანელობდა. როგორც ცნობილია, არბიტრის მიმართ ხუმრობის გამო მას დისკვალიფიკაცია მისცეს. ჟურნალისტები კი რასიზმში ადანაშაულებდნენ. „ბორდოს“ შემდეგ სანიოლი კარლო ანჩელოტის დამხმარე გახდა და „ბაიერნში“ გადანაცვლა. 2017 წელს კი ცოტა ხნით, თუმცა თავად იყო „ბაიერნის“ მწვრთნელი.

skysports-sagnol-willy-sagnol-carlo-ancelotti-bayern-munich-4114552-1719487111.jpg

2021 წელს ფრანგი მწვრთნელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს და მას შემდეგ, ის ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ისტორიას ქმნის.

რაც შეეხება ცნობილი მწვრთნელის პირად ცხოვრებას, სხვა იმდროინდელი ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ის საკმაოდ მოკრძალებულია და მასზე ხმაურიან სტატიებს უცხოურ მედიაში ვერ ნახავთ. მას ორი ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს. ძალიან უყვარს მოგზაურობა და მეუღლესთან ერთად ხშირად მოგზაურობს.