ქართველი ფანი რონალდოს ლამის თავზე დაახტა?! - შოკირებული სუპერვალსკვლავი: ინციდენტი მატჩის შემდეგ - კვირის პალიტრა

ქართველი ფანი რონალდოს ლამის თავზე დაახტა?! - შოკირებული სუპერვალსკვლავი: ინციდენტი მატჩის შემდეგ

საქართველოს ნაკრებთან 0:2 მარცხის შემდეგ, კრიშტიანო რონალდო უსიამოვნო ინციდენტში გაეხვია. ის 66 წუთის განმავლობაში, მანამდე, ვიდრე მოედანზე იყო, მუდმივად უკმაყოფილო გახლდათ.

39 წლის ვარსკვლავი მოედნიდან გადიოდა, რა დროსაც მოულოდნელად ტრიბუნიდან გულშემატკივარი გადმოხტა და რონალდოსთან მიახლოება სცადა.

ამ ფაქტის შემდეგ ორი მოსაზრება გაჩნდა. ერთი მხარე ამბობს, რომ ფანს შესაძლოა, რონალდოზე თავდასხმა სურდა, მეორე მოსაზრებით კი, შესაძლოა, მას კუმირთან მიახლოება, ჩახუტება და ფოტოს გადაღება უნდოდა.

ასევე სავარაუდოა, რომ ეს ადამიანი ქართველი გახლდათ, რადგან ის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივართა სექტორიდან გადახტა.

"რა ჯანდაბა მოხდა?!", - იკითხა გულშემატკივრის გადმოხტომის შემდეგ რონალდომ, რომელიც შოკირებული იყო და ტრავმას "სტიუარდმა" გადაარჩინა.

sportall.ge