რა ჟესტი აჩვენა გამწარებულმა რონალდომ ქართველებს
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება.
66-ე წუთამდე, მანამდე, ვიდრე შეცვლიდნენ, პორტუგალიელთა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვა.
ის განსაკუთრებით გაღიზიანებული 28-ე წუთზე იყო, როდესაც ჩვენი გუნდის საჯარიმოში ლუკა ლოჩოშვილთან ორთაბრძოლაში მაისურზე დაქაჩვის გამო პენალტის დანიშვნას ითხოვდა, ამის გამო მთავარ მსაჯს ეკამათა და შვეიცარიელმა სანდრო შარერმა ბევრი ლაპარაკის გამო კრიშტიანოს ყვითელი ბარათიც უჩვენა.
რონალდო ამან არ დააკმაყოფილა და პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გასახდელისკენ მიმავალი კვლავ ძალიან გაბრაზებული იყო. ის საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამისკენ შეტრიალდა და აჩვენებდა, რომ მაისურზე დაიჭირეს და პენალტი არ დანიშნეს. sportall.ge