"მიდის სანახავად" - ვინ არის ახალგაზრდა და სიმპათიური მსაჯი, რომელმაც ქართველების გული დაიპყრო? - კვირის პალიტრა

"მიდის სანახავად" - ვინ არის ახალგაზრდა და სიმპათიური მსაჯი, რომელმაც ქართველების გული დაიპყრო?

“მოედანზე ძალიან მეამბოხე ვიყავი"

ფეხბურთის ისტორიაში ძალიან იშვიათი შემთხვევაა, გულშემატკივრებს მსაჯი დადებითად დაამახსოვრდეს, თუმცა გამონაკლისია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშების სამივე არბიტრი. საქართველო-პორტუგალიის მატჩზე ქართველი კომენტატორის შეძახილი - „მიდის სანახავააად“ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრაზაა. სანდრო შარერი კი, ამ თამაშის არბიტრი, ქართველი ქალბატონების საყვარელ მსაჯად იქცა.

შვეიცარიელი სანდრო შარერი "ფიფას" პროფესიონალ არბიტრთა რიგებს 2015 წლიდან იკავებს.

euro-2024-soccer-georgia-portugal-88687-1719557296.jpg

ის 1988 წლის 6 ივნისს დაიბადა, სანდრო ბაზელის უნივერსიტეტში სპორტსა და გეოგრაფიას სწავლობდა. არბიტრობამდე ის უმაღლეს სკოლებში მასწავლებლის შემცვლელად და თხილამურებზე სრიალის ინსტრუქტორად მუშაობდა.

2005 წლიდან მან ვარჯიში დაიწყო, რათა პროფესიონალი არბიტრი გამხდარიყო და 24 წლის ასაკში შვეიცარიის ლიგაში თამაშებს კურირებდა.

eooibx9xcae8vfc-1719557296.jpg

ნიჭიერი ახალგაზრდა არბიტრი უეფას სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობდა, მათ შორის სუპერ ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თამაშებში.

screenshot-2024-06-28-115146-1719561189.png

სანდრო ამტკიცებს, რომ ის იმ ტიპის მსაჯებს მიეკუთვნება, რომლის წინააღმდეგაც არცერთ ფეხბურთელს არ უსურვებს წასვლას.

“მოედანზე ძალიან მეამბოხე ვიყავი და მსაჯების არცერთ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებოდი, ერთხელაც მამამ მითხრა, რომ მე უკეთესად შემეძლო არბიტრობა და სწორედ ამიტომ, 15 წლის ასაკში ჩემს თამაშს თავადვე ვაფასებდი. 1 წლის განმავლობაში თან ვთამაშობდი და თან როგორც მსაჯი, იუნიორების თამაშს ვაფასებდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ მსაჯი გავხდებოდი, რადგან ეს საქმე სიამოვნებას მანიჭებს”- აღნიშნა სანდრომ ერთ-ერთ გამოცემასთან.

cristiano-ronaldo-1-169-1719557296.jpeg

“ძალიან მომწონს მსაჯობა და ამას უპირატესობას ვანიჭებ, თუმცა ძალიან მომწონს ვიყო VAR-ი. ეს საერთოდ სხვა როლია, უნდა დაივიწყო, რომ მსაჯი ხარ. უნდა გადადგა ნაბიჯი უკან და მხოლოდ მაშინ უნდა ჩაერიო, როცა თვალნათლივ ხედავ შეცდომას”.

სწორედ ასე მოხდა საქართველო-პორტუგალიის მატჩისას, როცა მსაჯმა ერთ-ერთი მომენტი გადაამოწმა და პენალტი დანიშნა, გიორგი მიქაუტაძემ კი ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა და თამაშის მეორე გოლი გაიტანა.